საქართველო უსახლკაროდ დარჩენილი შვილმკვდარი დედის სევდიანი პოსტი სოციალურ ქსელში 2018, 7 ნოემბერი, 19:41 "2008 წლის აგვისტოს ომში დავკარგე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც გამაჩნდა, იმავე წელს გარდამეცვალა უმცროსი შვილი, რომელიც ყაჩაღურად მომიკლეს რუსეთში მისსავე სახლში შეპარულმა ქურდებმა, შესაბამისად განადგურებულს და სულიერად დაცემულს არ გამაჩნდა არც ფიზიკური ძალა და არც სულიერი რომ მებრძოლა ჩემი კუთვნილი (ორსართულიანი სახლის ნაცვლად ერთი პატარა კოტეჯისათვის), მოგვიანებით, როდესაც ძალები მოვიკრიბე, სამინისტროში განცხადება დავწერე, რომელიც დღემდე არ დამიკმაყოფილეს, რადგან მითხრეს, რომ „ხალხი ავტობუსებში ცხოვრობს და რა მოხდა შენ თუ სიძესთან ცხოვრობო“... ამასობაში, კიდევ ერთი ტრაგედია დამატყდა თავს, ჩემს ქალიშვილს (რომლის მეუღლის სახლშიც ვცხოვრობდი) დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი, რის გამოც სიძემ გაყიდა ყველაფერი, მათ შორის ის სახლიც, რომელშიც „ვცხოვრობდი“ და ოჯახთან ერთად გადავიდა ქირით, სახლის სიმცირის გამო მე მომიწია სიძის დეიდაშვილთან საცხოვრებლად გადასვლა (რომელიც გათხოვილია თურქეთში). სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე რადგან საზღვარგარეთ ვიყავი, ასე თუ ისე მქონდა თავშესაფარი და ალბათ, ვმუშაობდი კიდეც და „ხალხი ავტობუსებში ცხოვრობდა“ ისევ არაფრით დამაკმაყოფილეს. ჩემს პენსიას იღებდა შვილიშვილი მინდობილობით. საბოლოოდ, ჩემი პასპორტი გაუქმდა, რადგან აღარსად მიფიქსირდებოდა არც მიწერა, არც საცხოვრებელი ადგილი. ჯარიმის შიშით, ვერც უცხო ქვეყნიდან დაბრუნებას ვბედავდი. ამავდროულად, ცხელ ხაზზე მითხრეს რომ ჩემი პენსია არსად დაიკარგებოდა და როდესაც დავბრუნდებოდი, მივეწერებოდი სადმე და აღვადგენდი პასპორტს ერთიან თანხას მომცემდნენ. ჰოდა დავბრუნდი... დღეს მივედი სობესში და მეუბნებიან რომ : „ეს ვალი, რომელიც სახელმწიფოს აქვს ჩემს მიმართ უკვე ხანდაზმულია და ვერაფერს ვიზამთ, ერთ კაპიკსაც არავინ მოგცემსო, თუ გინდა იჩივლეთ, მაგრამ აზრი არ აქვს, მაინც ვერ მოიგებთ, ტყუილად გასწევთ ხარჯებსო“. შემდეგ ვრეკავ ლტოლვილთა სამინისტროში და ვსვამ კითხვას მეღირსება თუ არა ოდესმე რამე მათგან საცხოვრებელი ან თანადაფინანსება მაინც... ისინი კი მპასუხობენ რომ 2, 5 ქულა მაქვს და არ დამაკმაყოფილებენ, რადგან 3, 5 მაინც უნდა მქონდეს. ვეკითხები, რატომ მაქვს 2, 5 და როგორ მოვიმატო ქულები? ის ქალი კი უტიფრად აგრძელებს ერთსადაიმავეს რომ 2, 5 მაქვს და საკმარისი არაა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ვძულვარ და იმასაც არ მაძლევს რაც მეკუთვნის... ასე მთავრდება საჯარო პოსტი რომლითაც ყველაფერი ნათქვამია... 60 1-ს მოსწონს
|