სხვა მეთევზემ წყლიდან თოჯინა ამოიყვანა, მაგრამ გაოცებისგან პირი დააღო, როდესაც "თოჯინამ" ტირილი დაიწყო 2018, 7 ნოემბერი, 15:27 ![]() როგორც გასმა აღნიშნა, საერთოდ სხვა ადგილებში თევზაობდა, მაგრამ იმ დღეს რატომღაც გადაწყვიტა ლოკაციის ადგილი შეეცვალა, მან წყალში თოჯინა შეამჩნია და გადაწყვიტა მისი ამოღება. "როდესაც ჩემ გვერდით გაცურდა, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს თოჯინაა, მოვკიდე ხელი და ჩემკენ მოვწიე, მაშინაც ვფიქრობდი, რომ თოჯინაა".(გას ჰატი) ![]() როდესაც ბავშვმა დაიკვნესა, მეთევზე მიხვდა, რომ მის წინ ნამდვილი ცოცხალი ბავშვი იყო. გას ჰატმა დაუყონებლივ შეატყობინა ბანაკის დამსვენებელთა ხელმძღვანელობას მომხდარი ფაქტის შესახებ, ხოლო გასის ცოლი პატარა ბიჭუნას მშობლების საძებრად წავიდა. "მისი სახე ფაიფურივით იყო, ჰქონდა მოკლე თმა, შემდეგ ბავშვმა წამოიკვნესა და მაშინ მივხვდი:"ღმერთო ჩემო, ეს ცოცხალი ბავშვია"(გას ჰატი) პატარა ბიჭუნას დედა ჯესიკა უაიტი შოკირებული იყო, როდესაც გააღვიძეს და მომხდარი ამბავი შეატყობინეს. დედამ მიირბინა ბიჭუნასთან, რომელიც სულ მთლად გალურჯებული იყო და არ მისცა უფლება დაეძინა, სანამ მედიკოსები არ მოვიდნენ. ჯესიკამ გულითადი მადლობა გადაუხადა მეთევზეს, რომელიც ფორტუნას წყალობით საჭირო ადგილზე და ზუსტ დროზე აღმოჩნდა, თორემ ბიჭუნას გადარჩენა და შესაძლებელია, პოვნაც, გამორიცხული იყო. "ეს იყო საშინელება, მაგრამ ის ცოცხალი იყო და სუნთქავდა, ღმერთო ჩემო, საოცრებაა, მას ვუცქეროდი და ძლიერად ჩავიკარი გულში"(ჯესიკა უაიტი) როგორც 18 თვის ბავშვის მშობლები ვარაუდობენ, ბიჭუნა დილით ადრე ოკეანის ტალღების ხმამ გააღიძა, გამოძვრა კარავიდან და წყლისკენ გაიქცა. ![]() 601 6-ს მოსწონს
|