ქანდაკება საოცარი სკულპტურები ძველი დანა-ჩანგლის გამოყენებით 2018, 6 ნოემბერი, 20:17 ხელოვნებას არ აქვს საზღვრები! ამ პოსტში ამ სიტყვების კიდევ ერთი დამადასტურებელი ხელოვანი მსურს წარმოგიდგინოთ, ეს არის მეთ უილსონი სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც საკუთარი ხელოვნების შესაქმნელად იყენებს მეტალის ძველ დანაჩანგალს და სხვა მასალას, შედეგი კი უდაოდ საოცარია. მეთმა საკუთარი მოღვაწეობა 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც გრინვილში არდ დეუქსის დირექტორის თანამდებოას იკავებდა, სწორედ მაშინ გაჩნდა მისი ლტოლვა მეტალის საგნების მიმართ და ის დღეს საოცარ სკულპტურებს ქმნის... მეთი დღემდე განაგრძობს მუშაობას და მეტალის სხვადასხვა ნივთებისაგან ქმნის ანიმალისტურ ნამუშევრებს, იგი უდაოდ შემოქმედია, რომელიც აცოცხლებს ცხოველებს (და არამხოლოდ ცხოველებს) მეტალის დახმარებით... 50 1-ს მოსწონს
|