მხატვრობა თბილისელი ჩინელი მხატვარი, რომელმაც საქართველოს მილიონი დოლარის ნახატები უსასყიდლოდ გადასცა 2018, 6 ნოემბერი, 0:51 გარდაიცვალა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ჩინელი მხატვარი - ანდრო ხანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უსასყიდლოდ გადასცა მამამისის, დიდი მხატვრის - ანდრეი ვლადიმერის ძე ხანის, იგივე ხან შან ლუნის, 1 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული ნახატების კოლექცია - სულ 24 ფერწერული ტილო. ანდრო გახლდათ მამით ჩინელი და დედით უკრაინელი, მაგრამ გულით ქართველი. დაიბადა თბილისში 1965 წელს და თბილისშივე გაიზარდა. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია. რაღაც პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა, მუშაობდა მოწინავე სამხატვრო კომპანიების არტ დირექტორად, მაგრამ გულმა მაინც აქეთ გამოუწია. ჩამოვიდა და სრულიად მოულოდნელად, თბილისშივე აღესრულა 2018 წლის 4 ნოემბერს. მანამდე კი, 2017 წელს საქართველომ უმასპინძლა მის პერსონალურ გამოფენას საქარველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც წარმოდგენილი იყო ანდრო ხანის მიერ შექმნილი მხატვრული ტილოების კოლექცია, სახელად "16 სიგიჟე", რომელიც ასახავს 16 ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ სიგიჟეს. აქვე წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ნახატს: 1) "ნოსტალგია". 2016 წ. 2) "სიზმრების კონტურები". 2016 წ. 3) "ძველი თბილისი". 2016 წ. 4) "თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა". 2016 წ. 5) "ჯაზის მუსიკა". 2016 წელი. 6) "მზესუმზირები". 2016 წ. 7) "ყაყაჩოები". 2016 წელი. 8) "თბილისი, რუსთაველის ქუჩა". 2016 წელი. 9) "იტალია". 2016 წ. 10) ანდრო ხანის ნახატი სერიიდან "დაკარგული გემების სასაფლაო" გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებსავტორი: თორნიკე ფხალაძე 808 3-ს მოსწონს
|