ქალი და მამაკაცი ამ წყვილებმა დაამტკიცეს, რომ სიყვარული ადამიანებს უკეთესობისკენ ცვლის 2018, 7 ნოემბერი, 13:27
ამბობენ, რომ თუ გიყვარს, გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. როცა გრძნობა პიკს აღწევს, წყვილები ერთმანეთს ჰპირდებიან ხოლმე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ სიტუაციაში ეყვარებათ პარტნიორი. მაგრამ საკითხავია, ყველა არის თუ არა მზად, რომ მეორე ნახევრისთვის შეიცვალოს და უკეთესი გახდეს. სტატიაში გაგაცნობთ წყვილებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ როცა მიზანი გაქვს, შეუძლებელი არაფერია!
1. სურათი თვითონ გვიჩვენებს საოცარი ტრანსფორმაციის ამბავს. ფოტოებს შორის შუალედი 3 წელია.2. დენიმ და ლექსიმ თითქმის 200 კგ დაიკლეს ერთი წლის განმავლობაში. ქორწილისთვის მათი საერთო წონა დაახლოებით 350 კგ იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ აწუხებდათ. თუმცა, ქორწინების შემდეგ მალე გაიგეს, რომ თუ წონაში არ დაიკლებდნენ, შვილს ვერ გააჩენდნენ, ამიტომაც მიზანი დაისახეს და საოცარ შედეგსაც მიაღწიეს!3. ეს წყვილი ერთი წლის განმავლობაში შესაშურ ფიზიკურ ფორმაში ჩადგა. ისინი ახლა 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ვარჯიში მათ ახალ წელს დადებული პირობის გამო გადაწყვიტეს.4. ამ წყვილმა 2 წლის განმავლობაში მთლიანად შეცვალა ცხოვრების წესი. ასეთი შედეგი ნამდვილად ვერ მიიღწეოდა ერთანეთის მუდმივი მხარდაჭერის გარეშე.5. 2013 წელს ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ ჯანსაღი ცხოვრების დაწყების დრო იყო. ერთი წლის შემდეგ მათ ერთად 150 კგ დაიკლეს.6. ეს წყვილი ქორწილამდე საოცარ ფორმაში ჩადგა. ვფიქრობთ, ამის გამო მეტი კომპლიმენტიც დაიმსახურეს.7. იმ ასაკში, როცა ადამიანების უმრავლესობა ამჯობინებს, საკუთარ ფიზიკურ ფორმას ყურადღება აღარ მიაქციოს, ამ წყვილმა წონაში დაკლება გადაწყვიტა. წელიწადზე ნაკლებ დროში მათ ერთად დაახლოებით 60კგ დაიკლეს.8. ჰეილი სმიტს მთელი ცხოვრება უყვარდა ტკბილეული, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეყვარებულმა ხელი სთხოვა, პირობა დადო, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. 6 თვის შემდეგ მისი ცნობა მართლაც რთული გახდა!9. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქორწილის შემდეგ წონის მომატების მაგივრად, წყვილი იკლებს. ამ წყვილმა ერთად 150კგ დაიკლო.10. ყველაზე რთული მადის კონტროლი და საწოლში ჭამაზე უარის თქმა იყო. მაგრამ შედეგი ამად ღირდა! ამ წყვილმა ერთად 2 წლის განმავლობაში 227კგ დაიკლო.11. წყვილის ცნობა მეორე სურათში მართლაც რთულია. მათ უარი თქვეს მავნე ჩვევებზე (ალკოჰოლზე და შუაღამით ჭამაზე) და რეგულარულად დაიწყეს სპორტული ვარჯიში. მამაკაცმა, თავისი შეყვარებულის მხარდაჭერით, 50 კგ დაიკლო.12. ეს ბიჭი ბედნიერია, რომ მისმა შეყვარებულმა რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და მართლაც უზადო სხეული მიიღო.13. ვინ თქვა, რომ 2 შვილის გაჩენის შემდეგ წონაში დაკლება შეუძლებელია? ამ წყვილმა საპირისპირო დაამტკიცა. მათ ერთად 50კგ დაიკლეს.14. წყვილმა ცოტა დროში ერთად 150კგ დაიკლო. თუმცა, ამან ცუდი ნაკვალევი დატოვა - ზედმეტი კანი. ამჯერად ისინი ფულს აგროვებენ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად.15. როცა ეს წყვილი ერთმანეთს შეხვდა, სრულყოფილებისგან ორივე შორს იყო, მაგრამ მათ ერთმანეთის შეცვლა მოახერხეს. სიყვარული მართლაც მაგიაა.16. უბრალოდ წონაში დაკლების მაგივრად ნამდვილ ათლეტებად გადაქცევა, განსაკუთრებით კი შვილის გაჩენის შემდეგ - ეს ისაა, რითაც ეს წყვილი ნამდვილად უნდა ამაყობდეს!17. პირველსა და მეორე ფოტოს შორის სხვაობა 3 წელია. წყვილმა ერთად 100კგ-ის დაკლება შეძლო.18. მიზნის მიღწევის გზაზე ყველაზე მთავარია, იყოთ თავდაჯერებულები და არასოდეს დანებდეთ!ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს 2. ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ყველა ქორწილი მომავალი თანაცხოვრების წინ გავლილი რეპეტიციაა 3. თუ უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, დაუსვით ეს 10 შეკითხვა პარტნიორს 4. ადამიანები, რომლებმაც წონაში დაიკლეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს 5. ერთმა ჩინურმა ოჯახმა ვარჯიში გადაწყვიტა... იხილეთ მათი ფოტოები 6 თვის შემდეგ 863 4-ს მოსწონს
|