ისტორიული უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამები 2018, 5 ნოემბერი, 21:19 ვფიქრობდი, რომ სიბერით მოვკვდებოდი, მაგრამ როდესაც რუსეთმა, რომელიც მთელ ევროპას პურით კვებავდა, ხორბლის შეძენა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით სიკვდილი მელოდა". "კაპიტალიზმის მთავარი ნაკლი - კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა. სოციალიზმის მთავრი უპირატესობა კი - გაჭირვების თანაბარი განაწილება". "გენერლები ყოველთვის ემზადებიან უკანასკნელი ომისთვის".
"დიპლომატი - ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არაფერს იტყვის".
"მშვიდობისმყოფელი - ეს ის ადამიანია, რომელიც ნიანგს იმ იმედით აჭმევს, რომ ის მას ყველაზე ბოლოს შეჭამს". "მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები ზემოდან გიყურებენ. ღორები კი ისე გიყურებენ, როგორც თანასწორს". "პოლიტიკოსს პროგნოზირება უნდა შეეძლოს, თუ რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ. შემდეგ კი იმის ახსნის უნარი, თუ რატომ არ მოხდა ეს". "ბოლშევიკები საკუთარ თავს თავად უქმნიან სირთულეებს, რომლებსაც წარმატებით უმკლავდებიან". "ალკოჰოლისგან უფრო მეტი რამ მივიღე, ვიდრე მან წამართვა". "ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა". "ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს - ის შანსს სხვებსაც უტოვებს". 447 4-ს მოსწონს
|