x
image
თამილა გურაშვილი
ემიგრანტი ქალის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

image
"გამარჯობათ ბატონო-- ბიძინა ივანიშვილო!
ამ წერილს პირადად თქვენ გწერთ.არ ვიცი რამდენად მოაღწევს ეს თქვენამდე, მაგრამ ამ დაფლეთილ გულს ხომ მაინც გავითავისუფლებ ცოტას. მოგმართავთ პირადად თქვენ:არა მგონია საჩხერეში გაზრდილ ადამიანს, ქვა ედოს გულის ნაცვლად და გულთან სულ ცოტათი მაინც არ მიიტანოთ ქართველი ხალხის გასაჭირი.
მკითხავთ რა უჭირს ქართველ ხალხსო? ჩამოგითვლით რა გვიჭირს:

)წაგვართვით “დედა ენა"
)გაგვინარკომანეთ ერი.
)გვიბილწავენ სარწმუნოებას.
)იმის მაგივრად რომ ქართველი დედები ოჯახებში დაგებრუნებინათ, ვინც იყვნენ დარჩენილები ისინიც კი გააქვიეთ.
)ქართველ ბიზნესმენებს წაართვით ბიზნესი და ირანელებს, არაბებს და
თურქებს გადაეცით .
)იცი, რამდენი ბავშვი იხოცებიან საავადმყოფოებში უწამლოდ,
)იცი რამდენი დედათქვენისნაირი მოხუც ქართველ დედას სძინავს შიშვლეს ქუჩაში, ან კვდება უწამლოდ?
)ციხეები უდანაშაულო ადამიანებით ამოავსეთ და მკვლელები გარეთ დაპარპაშებენ.
)მოხუცებს, რომლებმაც მთელი თავის ჯანი, თქვენ შემოგწირეს, მიზერული პენსიის მიცემა არ გინდათ.
) არც კი გიცდიათ დაკარგული მიწები დაგებრუნებიათ.ის კი არა, რაც დარჩენილი იყო, ისიც კი გაასხვისეთ.
რამდენი ამისთანა კიდევ.
ყველას ვერ ჩამოგიწერეთ,
თქვენ უკეთესად იცით
ერთი ეს მინდა გითხრათ,
ოდესმე ემიგრანტი დედის ადგილას წამოგიდგენიათ თქვენი თავი?
იცით რას ნიშნავს ემიგრანტი დედა და ქალი?!!!!!
-ამას მე აგიხსნით:
დანგრეული ოჯახები,
მიტოვებული და უდედოდ გაზრდილი შვილები,
სხვის ჭერქვეშ, შიშით მონური ცხოვრება.
ტირილში და მონატრებაში გატარებული
წლები, დაუტირალი მიცვალებულები,
უდედოდ დამარხული შვილები და უშვილოდ დამარხული მშობლები.
დამცირებების ატანა იმ ადამიანებისგან, ვინც შენამდე ვერასოდეს მოვლენ.
ტირილი “როცა სიცილი
და სიცოცხლე გინდა და სიცილი როცა გული გახლეჩილი
გაქვს სიმწრისაგან.
მოპარული და ჩუმად საწოლში ნაჭამი პურის გემო თუ იცით, თან ცრემლებით, რომ ალბობ? საერთოდ, რამე თუ იცით, ჩვენს შესახებ?!
ის მაინც თუ იცით, ბანკებს, რომლის წყალობითაც თქვენ დამდიდრდით, ჩვენი შრომით და ტანჯვით, რომ მუშაობენ, რამდენი რამე ჩამოგითვალოთ, გასკდა გული.
ერთი რამე მინდა გთხოვოთ:
-პირველ რიგში მიგიტევოთ უფალმა ყველა ცოდვა, მეორე -მე თქვენს ადგილას და თქვენი შესაძლებლობები, რომ მქონდეს, გამოვიდოდი ქართველი ერის წინაშე, მოვიხდიდ ბოდიშს და მტრის ჯინაზე მართლა ავაყვავებდი ჩემს მამულს,
დავაყენებდი ფეხზე ბედკრული ერს და მტერს არ გავაცინებდი.(თქვენ ეს, ჯერ კიდევ შეგიძლიათ.)
და ნუ გადასცემთ მოღალატეებს და მკვლელებს ქართულ მიწას,
ღირსეული ადამიანები, ჯერ კიდევ ბევრი გვყვავს, უფლის წყალობით.
ეს მიწა მარტო თქვენ, არ
გეკუთვნით, არა!!!!!"

მარი ბიბილური.
04.11.2018

0
484
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0