საქართველო „განსაცდელის წინაშე ვდგავართ და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით,“ - ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო) 2018, 5 ნოემბერი, 13:22
.
"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ექსპრემიერი ვიდეომიმართვაში კითხულობს განცხადებას, რომლის ადრესატიც ამომრჩეველია. ივანიშვილის მათ მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია. მიმართვის ძირითადი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტს, გრიგოლ ვაშაძეს ეხება.
.
„დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, “ - განაცხადა ივანიშვილმა. . 6 წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ. „ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის, “ - განაცხადა ივანიშვილმა. . ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ხალხის სასარგებლოდ არ იმუშავებს, ის პირველი იქნება, ვინც მის მის წინააღმდეგ წავა. „თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება, ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას, მათ შეცდომების გასწორება არ სურთ, მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ, “ - განაცხადა ივანიშვილმა. . ივანიშვილმა ოპონენტების კრიტიკის დროს ასევე, აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩვენების დროს ისინი მოსახლეობას ისეთ დაპირებებს აძლევენ, რაც საპარლამენტო მმართველობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის პატიმრებს შეიწყალებს, „დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია“. . 87 შეფასება არ არის
|