ტექნიკური ილონ მასკი მარსზე გარდაცვალებაზე ალაპარაკდა 2018, 5 ნოემბერი, 12:46 ილონ მასკის განცხადებით, ალბათ ნამდვილად ბედის ირონია იქნება, თუ ის მარსზე მოკვდება, მაგრამ ამას არ გამორიცხავს იმიტომ, რომ ის, რასაც არ მოელი, ყველაზე მეტად შეიძლება მოხდეს. როგორც ცნობილია, ილონ მასკი და მისი კოსმოსური კომპანია SpaceX წითელი პლანეტის კოლონიზებას გეგმავენ. დღევანდელი გადასახედიდად ეს გეგმა ძალიან რეალისტურია, ვიდრე 2002 წელს, როცა მასკმა ეს კომპანია დაარსა. კომპანია ამ მიმართულებით მნიშვმნელოვნად პროგრესირებს და ამისთვის მასშტაბურ პროექტზე - მარსამდე მისაღწევ სამგზავრო ხომალდზე Big Falcon Rocket-ზე - მუშაობს და ამ მიზნით სამუშაოებს სხვადასხვა კომპანიებთან და NASA-სთან ვორკშოპებს ატარებენ. „მოზგაურობა არ იქნება მარტივი“ - ახსენა ილონ მასკმა ერთ-ერთ ინტერვიუში. „პირველი გამგზავრება მარსზე ნამდვილად სახიფათოა. სიკვდილის რისკი ძალიან მაღალი იქნება“ - აცხადებდა ჯერ კიდევ 2016 წელს ილონ მასკი და დასძენდა, რომ დაისმევა კითხვა - „მზად ხარ სიკიკვდილისთვის? თუ კი, მაშინ შენ მარსზე გაფრენის კანდიდატი ხარ“. იხილეთ ვრცლად > > >725 4-ს მოსწონს
|