x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა პირდაპირ ეთერში - ფეისბუქ ლაივით
image


როგორც იცით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 45- ე მუხლი გააუქმა, რომლის მიხედვით :ამ ნივთიერების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება " წარმოადგენდა სამართალდარღვევას. შედეგად, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.



მაგრამ კვლავ დასჯადია: მარიხუანას გაყიდვა, რაც გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის, 273 -ე მუხლის დარღვევას და ისჯება 3დან 8 წლამდე პატიმრობით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში მაქსიმალური ვადა 10 წელი.
იკრძალება აგრეთვე: შეძენა(დასაშვებია 70 გრამამდე, პირადი მოხმარებისთვის შძენა)



კულტივირება- დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით 151 გრამამდე მარიხუანას კულტივაცია.
პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თუ მისი მოხმარება ხდება: სასწავლო, საააღმზრდელოდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსი ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით.




ზემო აღნიშნული წესების სრული დარღვევა გვაქვს ასახული მოცემულ ვიდეოში, სადაც ახალგაზრდა ადამიანი სრულიად დაუფარავად, სოციალური ქსელის გამოყენებით ყიდის ე.წ. ჰიბრიდულ ამნეზიას. ამ ფაქტს აქვს მასობრივი ხასიათი, მაგრამ ამისმიუხედავად არანაირი რეაგირება არ ხდება სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან. როგორც იცით, სოციალურ ქსელებზე ხელი ადვილად მიუწვდებათ არასრულწლოვნებს, ისინი პირდაპირ უყურებენ იმას, თუ როგორ შეიძლება შეიძინონ და მოიხმარონს ეს ნივტიერება. აშაკარა კანონდარღვევას არ უფრთხიან ე.წ "ბარიგები". და მაინც ისმის კითხვა: სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო?





იხილეთ ვიდეო (ფეისბუქ ლაივი) > > >




0
461
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0