x
image
ზოგადი განათლება
გახდა თუ არა კესარია აბრამიძე ''მის ტრანსგენდერი'' 2018? კონკურსი უკვე დასრულდა ნახეთ შედეგები

კონკურსი ''მის ტრანსგენდერი 2018'' დასრულდა


image


კონკურსი Miss trans star intenational 2018, რომელიც პირველად, 2010 წელს ჩატარდა, დასრულდა. კონკურსი, ტრადიციულად ესპანეთში, ბარსელონაში გაიმართა. გასულ წელს Miss trans 2017-ის გამარჯვებული ტაილანდელი კონკურსანტი გახდა.


საქართველო წელს პირველად იღებდა მონაწილეობას და ჩვენი წარმომადგენელი საქართველოში პოპულარული მოდელი, მსახიობი, ტრანსგენდერი - კესარია აბრამიძე იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი საკონკურსო ფოტოც, რომელსაც ათასობით ლაიქი, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა.


კონკურსის მიმდინარეობისას ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა Miss trans star intenational 2018-ის ორგანიზატორების შეშფოთება გამოიწვია. მიზეზი კი ქართველების მიერ სხვა კონკურსანტების საკონკურსო ფოტოებზე ქართულ ენაზე დაწერილი შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარები გახდა. ამის გამო პირადი შეტყობინება მათ თავად ქართველ კონკურსანტს, კესარიას, გაუგზავნეს. სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ თავადაც ათასობით აგრესიული პირადი შეტყობინება შედიოდათ ქართველების მხრიდან და მოუწოდეს კონკურსანტს მიეღო ზომები, რათა კესარიას ფანებს შეეწყვიტათ შეურაცხმყოფელი კომენტარებისა და შეტყობინებების გაგზავნა.

image

რაც შეეხება კონკურსის შედეგებს

Miss trans star intenational 2018 -ის პირველადგილოსანი და შესაბამისად გამარჯვებული გახდა - მის ტაილანდი.


თავდაპირველად 24 კონკურსანტიდან საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: მის ფილიპინები, მის კუბა, მის ბრაზილია, მის ანგოლა და მის ტაილანდი.


შემდეგ, საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: მის კუბა, მის ტაილანდი და მის ფილიპინები.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვებული გახდა - მის ტაილანდი, რომელსაც 10000 ევრო გადაეცა. ხოლო მე-2 ადგილი ერგო - მის ფილიპინებს, რომელსაც 4000 ევრო გადაეცა



imageimage


ნახეთ სრულად დაჯილდოების ცერემონიის ბოლო მონაკვეთი


3
752
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
752
  
2018, 4 ნოემბერი, 23:55
ქართველს გააჩნია
2018, 4 ნოემბერი, 23:49
როგორ შეიძლება გიხაროდეთ ქართველის წარუმატებლობა. ქართველი ქართველს ემტერება.
2018, 4 ნოემბერი, 23:19
რაღა დამაძინებს ახლა დარდით :)
0 1 3