სხვა რამდენჯერ შეიძლება ტანსაცმლის ჩაცმა, სანამ გარეცხავთ - ეს უნდა იცოდეთ! 2018, 6 ნოემბერი, 16:21 ალბათ, ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევა, როცა დავფიქრებულვართ, კიდევ ერთხელ ჩაგვეცვა ესა თუ ის ტანსაცმელი თუ სარეცხ მანქანაში შეგვეგდო. რეცხვის წესები ყველამ არ იცის, მაგალითად ის, რომ ზოგი ტანსაცმელი უნდა ამოაბრუნოთ და ისე გარეცხოთ, ზოგი კი იმაზე ბინძური შეიძლება იყოს, ვიდრე გარედან ჩანს. სტატიაში გაგაცნობთ, ამა თუ იმ ტანსაცმლის რამდენჯერ ჩაცმაა რეკომენდებული მის გარეცხვამდე. 1. არასდროს ჩაიცვათ საცვლები გარეცხვამდე ხელახლამგონი ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვედა საცვლის გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ, რეგულარულადაა საჭირო. ეს, უბრალოდ, ჰიგიენის საკითხია.2. გარეცხეთ ჯინსი 5-6-ჯერ ჩაცმის შემდეგზოგის აზრით, ჯინსი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ასე ქსოვილი გაფუჭდება და მის იშვიათად გარეცხვას ამჯობინებს. ოპტიმალური ვარიანტია, ჯინსი 5-6 ჩაცმის შემდეგ გარეცხოთ ხოლმე. 3. მაისურები გარეცხეთ ყოველი ჩაცმის შემდეგმაისურს ქვედა საცვალივით უნდა მოუაროთ, რადგან ორივე მათგანი პირდაპირ ეხება კანს. მაისური ხშირად ოფლიანდება. გარეცხეთ ის ყოველი გამოყენების შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევა იქნება, თუ მხოლოდ 1-2 საათით გეცვათ.4. კაბები გარეცხეთ 1 ან 2 ჩაცმის შემდეგკაბის ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხვა აუცილებელი არაა, რადგან შესაძლოა ქსოვილი დაზიანდეს, მაგრამ თუ ის მთელი დღის განმავლობაში სიცხეში გეცვათ, უმჯობესია გარეცხოთ.5. ბიუსტჰალტერი გარეცხეთ 3-4 გამოყენების შემდეგქვედა საცვლისგან განსხვავებით, ბიუსტჰალტერის ყოველ ჯერზე გარეცხვა არ არის საჭირო. თუ მას ტანსაცმლის შიგნით ატარებთ, 3-4 დღის შემდეგ გარეცხვაა რეკომენდებული. ეს არ ეხება სპორტულ ბიუსტჰალტერს.6. წინდები და გეტრები გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგეს ბავშვობიდან ყველამ იცის. წარმოიდგინეთ, რამდენ ბაქტერიას იკრავს წინდა, თუ იატაკზე ფეხსაცმლის გარეშე დადიხართ.7. სპორტული ტანსაცმელი გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგნუ დაგეზარებათ! სპორტ-დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ყოველ ჯერზე გარეცხეთ სპორტული ტანსაცმელი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს ვარჯიშობდით, ტანსაცმელი აუცილებლად იქნება ოფლიანი და ჭუჭყიანი, თანაც, რამდენ ტრენაჟორს შეეხეთ...8. პიჟამოები გარეცხეთ 3-4-ჯერ გამოყენების შემდეგპიჟამოს ცუდმა სუნმა შესაძლოა ძილშიც შეგიშალოთ ხელი. საკუთარი კომფორტისთვის უმჯობესია, ის მაქსიმუმ 4-ჯერ ჩაცმის შემდეგ გარეცხოთ.9. ფეხსაცმელების გარეცხვა მაშინ შეგიძლიათ, როცა გაჭუჭყიანდებაგაწმინდეთ ფეხსაცმელი ყოველ ჯერზე, როცა გაჭუჭყიანდება, მაგრამ გაითვალისწინეთ მისი მატერია და ფრთხილად იყავით წყალთან.10. ქვედაკაბები, შორტები და შარვლები უნდა გაირეცხოს 3-ჯერ გამოყენების შემდეგჯინსისგან განსხვავებით, ნაჭრის კაბები, შორტები და შარვლები უფრო ხშირად უნდა გარეცხოთ. რეკომდენდებულია მათი 3-4-ჯერ ჩაცმის შემდეგ გარეცხვა.ასევე დაგაინტერესებთ:1. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს 2. როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მოდურად - 16 მარტივი ხერხი 3. "ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს
2859 3-ს მოსწონს
|