საქართველო „ის დღე არ გათენდება ნაცები მხსნელად ან იმედად დავინახო!“ - თინა ხიდაშელი 2018, 4 ნოემბერი, 12:51 მისი ყოფილი პარტიისა და თანაგუნდელების გრიგოლ ვაშაძესთან გაერთიანებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ხიდაშელი წერს, რომ არ გათენდება ისეთი დღე, როცა ის მხსნელად ნაცებს დაინახავს. „2 წელია არ ვარ რესპი! არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! ის დღე არ გათენდება ნაცები მხსნელად ან იმედად დავინახო! მგონი გასაგებია!“ - წერს თინა ხიდაშელი. სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, ამ ვითარებაში უჭერს თუ არა მხარს თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილს, რაზეც ის პასუხობს, რომ ცხოვრებაში პირველად არჩევნებზე არ წავა. . „არც სალომეს ვაძლევ ხმას. ამ არჩევნებს გამოვტოვებ, 30 წლის მანძილზე პირველი შემთხვევა იქნება. მე ვიცი რომ აქ არ მთავრდება ქვეყნის ისტორია. ეს არ არის სწორი შეკითხვა. მე თქვენს ხმაზე არ ვარ პასუხისმგებელი. მე ჩემს ხმაზე ვაგებ პასუხს და ამ პასუხისმგებლობისთვის არასოდეს მიღალატია. იმიტომ რომ თქვენ დღეს რაღაც სწორი გგონიათ ან ხვალ აღარ გეგონებათ მე გადაწყვეტილებას, პრინციპებს ვერ შევიცვლი. არსებობს რეალობა რომელშიც ვართ. ჩვენი მოქალაქეების ერთი ნაწილი თვლის რომ ვერც ერთს ვერ ენდობა და ვერც ერთზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რა არის ამაში გასაოცარი. შედეგი კი იმის მიხედვით გაირკვევა უფრო, რომელი ეზიზღებათ ან რომლის ეშინიათ, “ - აღნიშნავს ხიდაშელი. 342 შეფასება არ არის
|