მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. თუმცა, არიან ვარსკვლავები, რომელთაც სულაც არ ეშინიათ საზოგადოების წინაშე უმაკიაჟოდ გამოჩენა და კოსმეტიკაზე უარს ამბობენ.
დღევანდელი სტატიისთვის შევკრიბე რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებმაც გაბედეს "ნამდვილი სახეების" ჩვენება და მსოფლიო გამოცემების გარეკანებზე ბუნებრივად გამოჩნდნენ.
1. ირინა შეიკი.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019095936558.jpg)
2. ალიშა ქისი. ![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019101336558.jpg)
3. კრისტინა აგილერა. ![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019112336558.jpg)
4. ადელი.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019113636558.jpg)
5. კერი ვაშინგტონი. ![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019135236558.jpg)
6. რიანა.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019174036558.jpg)
7. ლედი გაგა. ![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019175736558.jpg)
8. ბიონსე.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019181336558.jpg)
9. მონიკა ბელუჩი. ![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019183336558.jpg)
10. ევა ჰერციგოვა.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019230736558.jpg)
11. ჰაიდი ქლუმი.![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019232636558.jpg)
იხილეთ აგრეთვე:
![ცნობილები, რომლებმაც ჟურნალების
გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩენა
გაბედეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019092019005636558.jpg)