ქალი და მამაკაცი 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ურთიერთობას საფრთხე ემუქრება 2018, 3 ნოემბერი, 15:31
არსებობს იდეალური ურთიერთობები და იდეალური წყვილები, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს ურთიერთობა, რომელსაც რაიმე სირთულე არ ახლავს ხოლმე თან. რთულია, კონკრეტულად იმ საფრთეების სიის შედგენა, რომლებიც საშიშია თქვენი ურთიერთობისათვის, მაგრამ ამ სტატიაში გთავაზობთ 5 იმ ნიშანს, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია და მეტ ყურადღებას საჭიროებს.
1. ემოციური საჭიროებები არ არის თანხვედრაში როდესაც შეამჩნევთ, რომ ერთმანეთის ემოციურ საჭიროებებზე ზრუნვა, მხარდაჭერა, აღიარება აღარ არის პრიორიტეტული და არ არის თანხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე ასეთი შემთხვევისას განქორწინებაზე იფიქროთ. მაგრამ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, უნდა ისაუბროთ ამ თემის შესახებ. საუბარი უმნიშვნელოვანესია. 2. ფიზიკური სიახლოვის სურვილის დაკარგვა თუკი პარტნიორი აღარ არის საინტერესო თქვენთვის არა მხოლოდ, როგორც სექსუალური პარტნიორი, არამედ მასთან ფიზიკური სიახლოვეც აღარ გსურთ, დროა დაფიქრდეთ და შეაფასოთ თქვენი ურთიერთობა. მხოლოდ კარგად გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. 3. ცხოვრების მიზნები განსხვავებულია რაღა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, გააჩნია საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. მაგრამ როდესაც თქვენი და თქვენი პარტნიორის ცხოვრებისეული მიზნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამან დიდი სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს. ასეთ დროს ურთიერთობა ჩიხში შედის და უფრო მეტი ყურადღება გმართებთ, არ დაივიწყოთ კომპრომისი, მხოლოდ გასოვდეთ, რომ ეს უნდა იყოს ორმხრივი. 4. სრულიად განსხვავებული სოციალური წრეები ხშირად დიდი განსხვავება ირგვლივ მყოფებს შორის პრობლემას ქმნის წყვილის ურთიერთობაშიც. აუცილებელია, რომ იყოს რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვისთანაც წყვილი ერთად გაატარებს დროს. 5. ძალადობა პარტნიორზე ბოლო ნიშანი – ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა არის სერიოზული ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა დიდი საფრთხის წინაშეა. 134 2-ს მოსწონს
|