x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს და „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მორიგ ობიექტს ხსნის
image


„სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მორიგი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე გახსნა. მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 60-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.


„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა ზუგდიდში, ბათუმში, თერჯოლაში, რუსთავსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გახსნის ობიექტებს და მომხმარებლისთვის მგზავრობისა და განახლებული ასორტიმენტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის.


ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებელს წამახალისებელი აქციაც ელის. იტალიურ ყავა „ტრუჩილოს“ შეძენის შემთხვევაში მათ საჩუქრად გადაეცემათ „სმარტის“ წარმოების უგემრიელესი პლიე.



„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო. ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეელოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება პატარა და საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა. ცნობისათვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.


„ვისოლის“ სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოჩენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. სუპერმარკეტებში მომხმარებელს კომპფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.


(R)

1
46
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
46
  
2018, 9 ნოემბერი, 12:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1