საზოგადოება „ეს ხატია სიჭინავა როდის გახდა რეჟიმის მსხვერპლი, ავარია გააკეთა მთვრალმა, რომ არ დაიჭირეს, დაავიწყდა?“ 2018, 2 ნოემბერი, 9:35 ხატია სიჭინავას თოქ-შოუ „რეაქციაში“ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. კილაძე წერს, რომ სიჭინავას ავტოავარია შეემთხვა, თუმცა ის არ დააკავეს, ამიტომ მისთვის გაუგებარია, როდის გახდა ის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლი. „დავიჯერო, მეხსიერება მარტო მე შემომრჩა? ეს ხატია სიჭინავა როდის მერე გახდა რეჟიმის მსხვერპლი? ავარია რომ გააკეთა თავისუფლებაზე მთვრალმა, ხალხი და მანქანები რომ დალეწა, რომ აპატიეს და არ დაიჭირეს, დაავიწყდა?! მერე კაი ხანს მღეროდა ჩემი გმირი გიწოდეო. დასწყევლოს ღმერთმა, ეს სკლეროზი“ - წერს კილაძე. . ხატია სიჭინავა ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში გუშინ ამტკიცებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდეს. 818 1-ს მოსწონს
|