ასტროლოგია 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში გაუმართლებთ და 3 ნიშანი, რომელთაც არც თუ ისე წარმატებული თვე ექნებათ 2018, 1 ნოემბერი, 17:33
ასტროლოგიური ცხოვრება თანასწორი არასდროს არის. ვარსკვლავების პრეტენზიების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნებს წარმატება ან წარუმატებლობა ელოდებათ. მზის სისტემის ერთი ნიშნის მეორეთი შეცვლის დროს ეს განსაკუთრებულად შესამჩნევი არის. სწორედ ახლა მორიელი სასწორმა შეცვალა და პრიორიტეტების შეცვლა იწყება. დღეს გიამბობთ იმის შესახებ, თუ ვისთვის იქნება ნოემბერი ხელსაყრელი თვე და ვისთვის არა.
ნოემბრის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები: 1.კირჩხიბი გასული თვე თქვენთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, ასე რომ ახლა ცოტათი დასვენების დრო დადგა. მზე ვენერას და იუპიტერს მეხუთე სახლში შეხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოდუნების და გართობის დრო მოვიდა. თქვენ ქარიზმით იბრწყინებთ, თავში კი გენიალური და კრეატიული იდეები გაგიჩნდებათ. 2.მორიელი დაბადების დღეს გილოცავთ, მორიელებო! სამწუხაროდ, იუპიტერი თქვენს ნიშანს 8 ნოემბერს ტოვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნოემბერი თქვენთვის ხელსაყრელი თვე არ იქნება. გახსოვდეთ, რომ ოქტომბერში თქვენ თავს ცოტა დაღლილად და არაამქვეყნიურად გრძნობდით. ყველაფერი იმიტომ, რომ მზე მე-12 სახლს გადიოდა. ახალ სეზონზე მზე პირველად მორიელს სახლს სტუმრობს, ანუ თქვენი ვარსკვლავური საათი იწყება. 3.თევზები ამ თვეში მზე თქვენს მე-9 სახლს გადის, რომელიც მოგზაურობასა და უმაღლესი განათლების მიღებაზე არის პასუხისმგებელი, ასე რომ დიდი საქმეები გელოდებათ. სადმე წასვლის სურვილი არ გაქვთ? ახლა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი არის! თუ ასეთი გეგმები არ გაქვთ, რომელიმე საინტერესო კურსზე ჩაეწერეთ, რომ რაღაც ახალი შეისწავლოთ. სამყარო თქვენს მხარეს არის. ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად გაუმართლებთ: 1.ვერძი მზე ამ თვეში გადის მე-8 სახლს, რომელიც სექსსა და ტრანსფორმაციაზე არის პასუხისმგებელი, მაგრამ განწყობად ნაკლებად გექნებათ, ასე რომ საკუთარ თავს ნუ აიძულებთ. უმჯობესია თუ დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ, რომ ბრძოლას ახალი ძალით შეუდგეთ. თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან იუპიტერი თქვენს სახლს გაივლით. სადმე წადით სამოგზაუროდ და კარგად დაისვენეთ. 2.ლომი მზე ამ თვეში მე-4 სახლს გაივლის, რომელიც სახლის და ოჯახურ ცხოვრებაზე არის პასუხისმგებელი, ასე რომ თქვენ გართობა და წვეულებაზე წასვლა არ მოგინდებათ. ახლა დგება დრო, როცა ოჯახის წრეში უნდა განმარტოვდეთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას, მაგრამ არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გყავთ ახლობლები, ვინც მხოლოდ კარგს გისურვებთ. 3.მშვილდოსანი მშვილდოსანო, თქვენც ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოთ, დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ. დიახ, ვიცით, რომ ეს თქვენთვის სიკვდილის ტოლფასია, რადგან რაღაც მნიშვნელოვანის გამორჩენის და ცხოვრებაში ჩამორჩენის ნამდვილად გეშინიათ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ თვეში განმარტოებას დააფასებთ. არ შეგეშინდეთ იმის, რომ თქვენ ძალების აღდგენა გჭირდებათ. ეს ყველასთვის დრო და დრო აუცილებელია. 770 შეფასება არ არის
|