x
image
თამილა გურაშვილი
..მაყურებელმა ბოთლი მეორედ მოიქნია და წამომდგარი პატიმარი ისევ დაბლა დააგდო...."
image
გასულ კვირას გორში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. პატარა გოგონას სასტიკმა მკვლელობამ ყველა დაამწუხრა. სამართალდამცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს. დაკავებული 1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძეა, რომელიც 2004 წელს თანხის გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, 2008 წელს კი ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით, შეკრებითობის საფუძველზე, 18 წელი შეეფარდა. შედეგად, ის დღემდე ციხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ საყოველთაო ამნისტიამ ჩამოაკლო ერთი მეოთხედი, 2016 წელს კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას დარჩენილი ვადა გაუნახევრა და ნებიერიძემაც საპატიმრო მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. 2004 წელს ჩადენილ დანაშაულში 11 წლის ბიჭი ფიგურირებდა, რომლის კვალსაც სამწუხაროდ დღემდე ვერ მიაგნეს. ძალიან, ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ სამართალდამცველები მოახერხებენ და ნებიერიძეს იმ დანაშაულსაც ათქმევინებენ. მით უმეტეს, შეკრებითობა აღარ არის და მეორეც, თითქმის გამორიცხულია, რომელიმე მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა არ გამოიყენოს და უვადო პატიმრობა არ მიუსაჯოს. შესაბამისად, უვადო პატიმრობამისჯილს ყველაფრის თქმის შესაძლებლობა ექნება... მომხდარმა 80-იანი წლების მიწურულს მომხდარი დანაშაულიც გაგვახსენა. მაშინ, ცნობილმა ძიუდოისტმა, ევროპის 4-გზის ჩემპიონმა, თამაზ ნამგალაურმა, 9 წლის ბავშვი გააუპატიურა, მოკლა და დამარხა. მაშინ საქართველოში დახვრეტის მუხლი მოქმედებდა და ნამგალაური დახვრიტეს.

ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვნებზე ადევნების ბრალდებით რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც სკოლის ტერიტორიას ხშირად სტუმრობდა და 10-12 წლის გოგონების მანქანაში ჩასმას ტკბილეულის შეთავაზებით ცდილობდა. სხვათა შორის, საფრანგეთში კანონით ისჯება შემთხვევა, როცა 14 წლამდე მოზარდს ოჯახის წევრები სრულწლოვანი თანამგზავრის გარეშე გაუშვებენ ქუჩაში მარტო და ეგებ ჩვენთანაც შემივიღოთ ეს კანონი. კანონის ძალით, 14-წლამდე ბავშვი მარტო რომ არ ივლის, მინიმუმ რამდენიმე დანაშაულის პრევენციაა.

ძალიან დიდი ალბათობით, ნებიერიძეს სამუდამოს მიუსჯიან და ის სამარტოო საკანში იქნება, თუმცა მცირეწლოვნების მკვლელობისთვის, პედოფილიისთვის ნასამართლები პატიმრები, რომლებსაც სამუდმო პატიმრობა არ აქვთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "საინტერესო"პირობებში არიან...

"ეს პატარა ბიჭი ან რაზე დაიჭირეს, ან საქათმეში რა უნდა?!" - ჰკითხა რუსთავის #17-ე დაწესებულების მაყურებელს პატიმარმა #0578-მა, რომელიც ზონაზე ახალი მისული იყო და ყველა პატიმარს სახეზე არ იცნობდა.


"ესა?! მაიცა" - თქვა მაყურებელმა, მერე საკანში შევიდა, ორლიტრიანი პლასტმასის წყლით სავსე ბოთლი გამოიტანა, ორი ხელით მაგრად დაიჭირა და იმ პატიმარს, რომელიც ზონის დერეფანს გვიდა და მკლავზე ე.წ. "ქათმის" აღმნიშვნელი ლენტი ეკეთა, მთელი ძალით თავში ჩაარტყა. პატიმარი დაბარბაცდა, კედელს მიეჯახა და წარბი გაიხეთქა.

"რას აკეთებ?!" -ლამის ბოლო ხმაზე იყვირა #0578-მა.

"რას ვაკეთებ და აი ამას" - თქვა მაყურებელმა და ბოთლი მეორედ მოიქნია და წამომდგარი პატიმარი ისევ დაბლა დააგდო, ბოთლს ხელი გაუშვა და #0578-ს ანიშნა, კამერაში შევიდეთო.

"აღარ იტყვი, რა მოხდა?!" - ჰკითხა ნანახით გაოცებულმა #0578-მა.

"რა მოხდა და ეს დედააფეთქებული ბავშვის გაუპატიურება-მკვლელობაზე იხდის სასჯელს. იმიტომ ვერ მისცეს სამუდამო, რომ "მალალეტკა" იყო. თუ გახსოვს შენ ის საქმე, რვა წლის ბიჭი რომ მოკლა მწყემსმა, მანამდე რომ გააუპატიურა და მერე რომ დაწვა?!" - ჰკითხა მაყურებელმა.

"მახსოვს, "სვაბოდაზე" ვიყავი მაშინ", - უპასუხა #0578-მა.

"ჰოდა, ეგ საქმე ამის გაკეთებულია. ამან გამოიტყუა ის ბავშვი, ამან აიყვანა მწყემსების ბინაში, ამანაც გააუპატიურა, მერე ეს წავიდა ბენზინზე, რომ ბავშვი დაეწვათ. იძახის მაიძულაო, მაგრამ როგორ უნდა აიძულო ბიჭო?! ჯერ ერთი, რომ უთხრა გამოიტყუეო, ხომ იცოდა, რისთვისაც უთხრა. მერე მეორე და მთავარი - რვა წლის ბავშვზე რომ აგიდგება, უკვე ავადმყოფი და დასაბრედი ხარ. აი, ვინც დახვრეტის მუხლი ამოიღო, იმის დედას რომ შევეცი მე. დასახვრეტი არ არის ახლა ეს?!" - ლამის ყვიროდა მაყურებელი.

მეორე დღეს ზონაზე ახალი "ქათამი" გამოჩნდა. ასე, 40-45 წლის იქნებოდა, ჩუმად, თავდახრილი მუშაობდა.

"რაზე ზიხარ?!" - ჰკითხა #0578-მა, მაგრამ პატიმარს თითქოს არც გაუგონიაო, საკნის დალაგება განაგრძო.

"შენ გეკითხები, რაზე ზიხარ მეთქი?!" - გაუმეორა კითხვა #0578-მა, მაგრამ პატიმარს თავი არ აუწევია.

#0578 საკნიდან გავიდა და მაყურებელს მიაკითხა.

"კიდევ ერთი "ქათამი" ვნახე და კითხვებზე არ მპასუხობს. შენ გეცოდინება, რაზე ზის, " - უთხრა #0578-მა და თან პატიმარი აღუწერა.

"მაგას არ ესმის, ცემაში დააყრუეს. ძაღლებმა ცემეს გლდანში და ყურის ბარაბნები დაუსკდა, მერე დაუჩირქდა და იტოგში, დაყრუვდა რა. რატო არ მოკლეს ისე, აქ ამის და იქ იმათი დედა... შეიკურთხა მაყურებელმა.

"რისთვის იხდის?!" - არ მოეშვა #0578.

"გერი გააუპატიურა, 11 წლის გოგო. დედა ღამის ცვლაში წავიდა და ეს ცხოველი მთელი ღამე აწვალებდა ბავშვს. თან შეაშინა, დედაშენს არ უთხრაო, მაგრამ სისხლიანი თეთრეული რომ ნახა დედამ, ხმაური ატეხა. ციხეზევე გააქათმეს და აქ რომ მოვიდა, ჩვენთან შეხვედრა ითხოვა, აქაოდა, საქათმის "პასაჟირი" არ ვარ, ტყუილად გამიშვესო. და იცი რას გვიმტკიცებდა ეგ სირი?! აქეთ მკერავდა ის გოგო, ნასვამი ვიყავი და თავი ვერ შევიკავეო. კაიფობ ბიჭო, 11 წლის გოგო კერავდა თურმე ამ საქონელს და იმისი ბრალი ყოფილა. მაგრად გაილახა და ისე წავიდა საქათმეში. რომ კოჭლობს, ჩვენი დამსახურებაა, ცემის დროს კოჭში მოვტეხეთ ფეხი, " - გაეღიმა მაყურებელს.

"მოიცა კაცო, ამ საქათმეში სულ პედოფილები გყავთ?!" - გაუკვირდა #0578-ს.

„შენც მაგარი იკითხე რა... აბა, კაი ბიჭი ხომ არ წავა საქათმეში?! ძირითადად მაგაზე არიან, გაუპატიურება, გაუმართლებელი მკვლელობა... ზოგი ისე მიდის, თავის ნებით, ჩვეულებრივი პიდარასტია და კაი პონტშია რა, “ - აუხსნა მაყურებელმა.

“და ბოთლით რატომ სცემე, ხელებს უფრთხილდები?!”-ღიმილით ჰკითხა #0578-მა.

“ეეე... ახლა მოიცა... მაგათზე ხელის დაკარება არ შეიძლება, "პრედმეტით" უნდა სცემო, უწმინდურები არიან ეგენი. ხომ ხედავ, ლენტები რომ უკეთიათ, იმიტომ უკეთიათ, რომ შემთხვევით, არ შეეხო. იმასაც ხომ ხედავ, "პარაშა" რომ გაიჭედება და ოფიცერს ეუბნები, ტელეფონით რეკავს მაგათ კორპუსზე და "ქათამი" გამოუშვითო, ამბობს. ანუ, ესენიც აღიარებენ, რომ ქათმები არიან. ისე კი არ არის, როგორც "სვაბოდაზე", თავზე ხელს რომ უსვამთ ყველა?!, " -დაასრულა მაყურებელმა.

პ.ს. 2016 წელს პრეზიდენტმა ძალიან უცნაური შეწყალების აქტი გამოსცა. ძალადობრივ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულ არაერთ პატიმარს, სასჯელი გაუნახევრდა და ბევრი მათგანი უკვე თავისუფლებაზეა. ერთი ისეთიც გამოვიდა, თავის დროზე ჩემთან ერთად რომ იხდიდა სასჯელს და სიცილით ამბობდა, მე გარეთ რა მინდა, ბუნებით და მოწოდებით ყაჩაღი ვარ, ძალადობა მსიამოვნებს და ქალი თუ არ ვცემე, ისე იმასთან სექსიც არ მინდაო. გარეთ არის ეს კაცი დღეს, გარეთ!- წყარო: გაზეთი "ვერსია"

1
268
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
268
  
2018, 1 ნოემბერი, 15:12
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდისს გავლაა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1