x
image
თამილა გურაშვილი
ჰელოუინი სატანიზმია! დაფიქრდით რას ზეიმობთ!
image
ჰელუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმართობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.

* * *
სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის “დღესასწაულის” აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება.

ჰელოუინი (ინგლ. Halloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain).


ამ დღეს ბოროტი სულის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ (რითაც ეს რიტუალი “ალილოს” უპირისპირდება); ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამასპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის, ანუ თავად სატანისათვის ძღვნის მიტანას, ე.წ. ჯეკის ფარანის (Jack O'Lantern) ანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული “კანდელია”.

ადრე ქრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. სიტყვა სიტყვით Halloween - All Hallows' Even (შემოკლებით Hallow E'En) ითარგმნება, როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ წარმართულ ზეიმს შეცდომით Halloween ეწოდა.

ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმართობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.

3
114
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
114
  
2018, 1 ნოემბერი, 15:03
მგონი არც ისე მყარი არგუმენტებია მოყვანილი სამაგისოდ :დ
2018, 1 ნოემბერი, 15:02
ხო არ გადაგაფიქრებინეს? :დ
2018, 1 ნოემბერი, 14:58
დღეს ჰელოუინი არანაირი წარმართობა და კერპთაყვანისმცემლობა არ არის. სატანისთვის თაყვანისცემა მარტო კოსტუმების ჩაცმით რომ ხდებოდეს, რაღა გვიჭირს :დ
0 1 3