სისხლის სამართალი პოლონეთის პოლიცია ეძებს საქართველოს მოქალაქეს,რომელმაც ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა და მხეცურად მოკლა 2018, 31 ოქტომბერი, 23:10 39 წლის ქუთაისელ მამუკა ხეცურიანზე ქალაქ ლოძის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა, იგი ბრალებულია 28 წლის პაულინა დ-ს მკვლელობაში. პოლონური მედიის ცნობით, ხეცურიანმა ახალგაზრდა ქალი მიიყვანა Żeromskiego-ს ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში, სადაც უცხოელი მშენებელები ცხოვრობდნენ. -ქალი ცემეს და შემდეგ მოკლეს, დამნაშავე სექსუალური მოტივით მოქმედებდა, გოგონას სიკვდილის მიზეზი კისრის არეში ჩარტყმული ბასრი საგანი გახდა, სავარაუდოდ დანა, -აღნიშნა ლოძის პროკურორმა კშიშტოფ კოპანიამ. მკვლელობის შემდეგ, ქალის სხეული დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ცხედარი დიდ ლურჯ ჩანთაში იდო. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი:41 წლის ქართველი და 44 წლის ბელორუსი. რაც შეეხება მამუკა ხეცურიანს ქალაქი ლოძი 20 ოქტომბერს დატოვა და 21 ოქტომბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, პოლონელეი სამართლადამცავების ცნობით იგი შესაძლოა ამჟამად საქართველოში იმყოფება. 485 6-ს მოსწონს |
.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com