არქიტექტურა კვიპროსმა საქართველოს 1 მილიონი ევროს ღირებულების მიწა აჩუქა 2018, 31 ოქტომბერი, 19:31
კვიპროსმა ღალიას (ჟალიას)ღვთისმშობლის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია 13.000 კვ.მ.მიწა, რომლის ღირებულება 1 000 000 ევროა საქართველოს საჩუქრად გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ღალიის მონასტრის ნანგრევები 1981 წელს ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ აღმოაჩინა რომელიც მე-12 საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა. ქართული სულიერებისა და კულტურის ეს უძველესი კერა რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, მემატიანეს ცნობით "აღაშენა და შეამკო ყოვლითა წესითა თამარ მეფემ". ღალიას მონასტერში, მისი არსებობის დასასრულამდე, ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ. სავარაუდოდ, მონასტერმა არსებობა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე. სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე. გათხრების დროს აღმოაჩინეს ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარითღება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, მე-12 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. მე-16 საუკუნეში ღალია გაძარცვეს და ნანგრევებად იქცა. 2018 წელს კვიპროსმა ქართველთა ისტორიული ღვაწლის დასაფასებლად, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, 13.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა საჩუქრად მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კვიპროსის რესპუბლიკას სტუმრობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე. 226 7-ს მოსწონს |
.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com