პროფილაქტიკა ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით 2018, 31 ოქტომბერი, 17:30 ![]() სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების გზაზე პირველ ადგილს იკავებს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად სასარგებლო და გემრიელი საკვები უნდა მიირთვათ. ვაშლი - სასარგებლო თვისებების კოქტეილი. ორგანიზმის ყველა სისტემაზე დადებითად მოქმედებს, პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. ფარისებრი ჯირკვლისთვის ძვირფასია, რადგან მას კიბოს უჯრედებისგან იცავს. კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები - შეიცავენ B12 ვიტამინს და თუთიას, რომლებიც სხეულის იმუნური სისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ყურადღება მიაქციეთ: დაკონსერვებული კიბორჩხალას ხორციც სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. ზღვის კომბოსტო - შეიცავს იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს დაავადებებისგან იცავს. ხახვი - სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულისათვის. უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ. მოცვი - კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტების რაოდენობით რეკორდსმენი არის. ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. წითელი თევზი - ორაგული, კალმახი. მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი არის. მიირთვით რაც შეიძლება ხშირად. კაკალი თაფლთან ერთად. ზარმაცი ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურებას ხელს უწყობს. 3-4 კაკალი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ თაფლს შეურიეთ და დილით უზმოზე მიირთვით. ასეთი „წამალი“ ყოველდღე მიიღეთ 1-2 კვირის განმავლობაში. ლიმონი თაფლთან ერთად. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე, რომ 1 ჭიქა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. თანაბარი რაოდენობის თაფლს შეურიეთ. მიიღეთ როგორც წამალი 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამის მიღებებს შორის. 4690 შეფასება არ არის |
.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com