x
image
რუსო ჩარექიშვილი
მანდარინი-ციტრუსი, რომლის სამკურნალო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ
მანდარინი არის ციტრუსი, რომელსაც ახასიათებს უამრავი ისეთი სამკურნალო თვისება, რომლის შესახებაც დღემდე არაფერი გსმენიათ. როგორც ცნობილია მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, როგორც მოცემული ციტრუსის გულს, ისე მის კანს.image

გთავაზობთ იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს, რომელიც ახასიათებს მოცემულ ციტრუსს:

- მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადებების დროსაც.ფიტოციდების მოქმედება იმდენად ძლიერია მანდარინში, რომ ცოცხალი წვენი კლავს ზოგიერთ სოკოს.(ტრიხოფიტიას, მიკროსპორებს)რომ განვიკურნოთ სოკოვანი დაავადებისგან, რომლებიც კიდურებზე აღინიშნება, ამისთვის უნდა გამოვწუროთ მანდარინის კანიდან და ლებნებიდან დიდი რაოდენობით წვენი და დავიდოთ დაავადებულ ადგილას ამ წვენში დასველებული საფენები.ძალიან ეფექტური საშუალებაა.

- მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანდარინის წვენის დალევა.
ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი. დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.


- მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადების დროსაც. მუდმივად მოხმარების შემთხვევაში სახიდან აქრობს ლაქებს

- თუ მანდარინის მშრალ ქერქს მოვხარშავთ(პროპორციით1:10), ეს ნაყენი ძალიან კარგი ამოსახველებელი საშუალებაა და ეფექტურად გამოიყენება ბრონქიტებისა და ტრაქეის ანთების დროს.არბილებს ხველას მშრალი ხველის დროს.

100 გ მანდარინი შეიცავს:
1. წყალს, 88, 5 გ
2. ცილას, 0.8 გ
3. ცხიმს, 0, 3 გ
4. ნახშირწყლებს, 9.2 გ
5. ბოჭკოვანას, 0.6 გ
6. პექტინს, 0.4 გ
7. ორგანულ მჟავებს, 1 გ
8. კალიუმს, 155 მგ
9. კალციუმს, 35 მგ
10. მაგნიუმს, 11 მგ
11. ნატრიუმს, 12 მგ
12. ფოსფორს, 17 მგ
13. რკინას, 100 მგ
14. ვიტამინ B-კაროტინს, 0.06 მგ
15. ვიტამინ E-ს (tocopherol), 0.2 მგ
16. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) 38 მგ
17. ვიტამინ B1-ს (thiamine), 0.06 მგ
18. ვიტამინ B2-ს (riboflavin), 0.03 მგ
19. ვიტამინი PP (niacin), 0.2 მგ
20. კალორია, 40 კალორიაimage

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანდარინი სასარგებლოსთან ერთად საზიანოცაა ზოგიერთ შემთხვევაში. მაგალითად, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0