საზოგადოება კესარია აბრამიძე ბარსელონაში "მის ტრანსის" კონკურსზე გაემგზავრა (+ფოტო,ვიდე) 2018, 30 ოქტომბერი, 19:28 ![]() ![]() ![]() როგორც უკვე იცით "მის ტრანს ვარსკვლავი 2018 "-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კესარია აბრამიძე წარადგენს. წელს ქვეყნის ისტორიაში პირველად, კონკურსში საქართველო მიიღებს მონაწილეობას. "მის ტრანსის" კონკურსი პირველად 2010 წელს ბარსელონაში ჩატარდა და მასში შვეიცარიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. ხოლო 2012 წელს "მის ტრანსის" ტიტულის მფლობელი რუსეთის წარმომადგენელი გახდა. ![]() ![]() აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს წარმომადგენელი ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა აღნიშნულ კონკურსზე. კესარიას ფოტოებს "მის ტრანსის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება და გაზიარება აქვს. "მის ტრანსის" ფინალური ეტაპი 3 ნოემბერს გაიმართება ბარსელონაში. 130 1-ს მოსწონს
|