სხვა 20 სუპერ ძალა, რომლის ფლობასაც ყველა ისურვებდა 2018, 1 ნოემბერი, 12:55
აღიარეთ, არის სუპერ ძალები, რომელთა ფლობაზეც გიოცნებიათ! იქნებ, წითელი მოსასხამითაც გირბენიათ სახლის ირგვლივ, ან, სულ ცოტა, გიფიქრიათ მაინც ამაზე... ნუ ღელავთ, ამისთვის აქ არავინ განგსჯით. სტატიაში შემოგთავაზებთ 25 სუპერ ძალას, რომელთაგან ერთ-ერთის ქონა შეიძლება ბავშვობაში კი არა, ახლაც მოისურვოთ. იხალისეთ!
1. წყალში სუნთქვაეს სუპერ ძალა რომ გქონდეთ, წყლის ქვეშ თევზივით ისუნთქავდით, ჟანგბადი აღარ დაგჭირდებოდათ.2. მოუხელთებლობაეს სუპერ ძალა იმუნიტეტს მოგცემდათ; ვერავინ მოგაყენებდათ ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ ზიანს. 3. დროში მოგზაურობადროში მოგზაურობის ძალა რომ გქონდეთ, დროის მანქანის გამოგონებაც კი აღარ დაგჭირდებოდათ.4. ღამით ხედვაამ ძალის წყალობით, ფარნის არსებობასაც დაივიწყებდით. შეგეძლებოდათ სიბნელეში სიარული, კითხვა, წერა და ნებისმიერი რამ.5. ტელეპათიაზოგი მეგობარი ერთმანეთს სახის მიმიკებით უგებს, მაგრამ ტელეპათიის ნიჭის წყალობით ეს უფრო მარტივი იქნებოდა. გარდა ამისა, ერთმანეთის აზრებს საჯარო სივრცეშიც წაიკითხავდით საიდუმლოდ და ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.6. სუპერ სიჩქარესუპერ სიჩქარის წყალობით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურებდით და ვერავინ დაგეწეოდათ.7. ყველა ენის ცოდნაყველა ენის გაგებას თუ შეძლებდით, ქვეყნებში ისე იმოგზაურებდით, რომ ენის ბარიერზე ნერვიულობა არ დაგჭირდებოდათ.8. ამინდის კონტროლიეს სუპერ ძალა რომ გქონდეთ, ნებისმიერი დღის იდეალურად გადაქცევას შეძლებდით.9. კედლებზე ცოცვაადამიანი ობობას მსგავსად კედლებზე ცოცვისა და ბეტმენივით ჭერზე დაკიდების უნარი კარგად ჟღერს, არა?10. წინასწარმეტყველებაამ უნარის წყალობით შეძლებდით, ადამიანებისთვის წინასწარ გეცნობებინათ ყოველგვარი საფრთხის შესახებ და კატასტროფებისგან გეხსნათ მსოფლიო.11. ექოლოკაციაამ სუპერ ძალის წყალობით, საგნების გადაადგილებას ღამურასავით ხმის ტალღების გამოყენებით შეძლებდით.12. დროის კონტროლიოდესმე გიოცნებიათ დროის უკან დაბრუნებაზე? ამ სუპერ ძალის წყალობით ამას შეძლებდით, უხერხული მომენტები არასდროს შეგექმნებოდათ, ძილს კი უფრო დიდხანს გააგრძელებდით.13. სუპერ სიმარჯვეამ სუპერ ძალის წყალობით ჩაკ ნორისსაც კი არ ექნებოდა თქვენი დამარცხების შანსი.14. ცხოველებთან საუბარიოდესმე გიფიქრიათ, რას ფიქრობს თქვენი ძაღლი ან კატა? ამ სუპერ ძალის წყალობით მათთან საუბარს შეძლებდით.15. უკვდავებაუკვდავი რომ ყოფილიყავით, სამუდამოდ იცხოვრებდით და ყველაზე ბრძენი ადამიანი იქნებოდით დედამიწაზე. ასევე, გასაკეთებლი საქმეების სიის დაწერაც არ დაგჭირდებოდათ, რადგან წინ მთელი ცხოვრება გექნებოდათ.16. სუპერ ინტელექტიამ სუპერ ძალის წყალობით, ალბერტ აინშტაინივით ჭკვიანი იქნებოდით, ბევრი სწავლაც არასდროს მოგიწევდათ.17. გონების კონტროლიამ სუპერ ძალის წყალობით შეძლებდით, უფროსისთვის შთაგეგონებინათ, რომ შვებულება მოეცა თქვენთვის, მიგეღოთ უმაღლესი შეფასება ლექტორისგან და დაგეთანხმებინათ მშობლები, უცხოეთში გაეშვით. საერთოდ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებდით, რაც მოგინდებოდათ.18. პირადი სივრცის დამცავითუ პირადი სივრცე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ეს სუპერ ძალა თქვენთვის იდეალური იქნებოდა; გექნებოდათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დარჩენილიყავით მარტო, როცა მოგინდებოდათ.19. ხელშეუხებლობაამ ძალის წყალობით, კედლებში გავლას შეძლებდით, არასდროს დარჩებოდით სახლის კარს გარეთ და მანქანაში ჩასაჯდომად გასაღებიც არ დაგჭირდებოდათ.20. ფრენაამ სუპერ ძალაზე მგონი კომენტარის გარეშეც გასაგებია ყველაფერი. ეს ის სუპერ ძალაა, რომელზეც ყველა ბავშვს უოცნებია, თუმცა, ამაზე უფროსებიც არ იტყოდნენ უარს. წარმოიდგინეთ სამყარო საცობების გარეშე, სამყარო, სადაც ნებისმიერ ქვეყანაში გადაფრენა და დედამიწის ჩიტის თვალით დანახვა შეგეძლებოდათ.თქვენ რომელ სუპერ ძალას ისურვებდით? გაგვიზიარეთ♥ასევე დაგაინტერესებთ:1. ყველაზე თანამედროვე ბებიები და ბაბუები მთელი მსოფლიოდან 2. ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში 3. 26 ოპტიკური ილუზიის მაგალითი - გაარჩევთ მას სინამდვილისგან? 491 3-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.Cash72.Com