მსოფლიო პუტინი, ერდოღანი, მერკელი, მაკრონი - რაზე შეთანხმდა ოთხი ქვეყნის ლიდერი სტამბოლში? 2018, 29 ოქტომბერი, 16:08 ![]() ახლა სტამბოლის სამიტის შესახებ: ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეინიშნებოდა, რომ სირიაში ვითარება შედარებით დამშვიდდა და აღარ ხდებოდა ტერიტორიების დაბომბვები თუ შეტაკებები სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ბაშარ ასადს რუსეთის მხარდაჭერით დაეწყო იდლიბის პროვინციის სრულმასშტაბიანი იერიში, თუმცა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა და ახალი სისიხლისღვრის საშიშროება შემცირდა. ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა სოჭში 17 სექტემბერს შედგა და ორივე მხარე შეთანხმდა, იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შექმნილიყო, საიდანაც გაიყვანდნენ მძიმე შეიარაღებას. რადიკალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უნდა დაეტოვებინათ ზონა და ასადის მთავრობას უნდა მისცემოდა წვდომა ძირითად მაგისტრალზე, რომელიც იდლიბს ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებთან აკავშირებდა. რაც შეეხება დემილიტარიზებულ ზონაში პატრულირებას, ამას რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეთანხმება მუშაობს და გარკვეულ დათმობას გვიჩვენებს ორივე ქვეყნის მხრიდან. 27 ოქტომბერს სტამბოლში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ოთხმრხივი სამიტი გაიმართა. სამიტს ოთხი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ეს შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ოთხი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა სირიის საკითხზე მსჯელობისთვის, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა. განაგრძეთ კითხვა 60 შეფასება არ არის |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com