x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
„რატომ არ გამოიძიეთ ლაფანყურის საქმე? იქ ხომ თქვენი ოჯახის წევრიც გახდა მსხვერპლი" - ნათია მაჩალიკაშვილი
image

აქამდე პოლიტიკისგან თავს ვიკავებდი, მაშინაც, როცა ზოგი ერთი მეკითხებოდა რას ფიქრობდნენ ქისტები ლაფანყურის სპეცოპერაციაზე და თემირლანის საქმეზე.

მაგრამ, ახლა, მინდა გამოვეხმაურო ამ ორ ტრაგედიას, რადგან დღეს პანკისში დადის რაღაც ჯგუფი, რომელიც ხალხს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვს.
მოდით დავიწყოთ იმით, რომ ერთ-ერთი ბიჭი რომელიც მოკლეს ლაფანყურში, მისი ოჯახის წევრი, ყველა ტელეარხზე მხოლოდ ნაცების ლანძღვით იყო დაკავებული და ამბობდა რომ არ გაჩერდებოდა სანამ არ გამოიძიებს ლაფანყურის საქმეს. ასევე ამბობდა, რომ ოცნების გამარჯვების შემთხვევაში ამ ოპერაციის გამოძიება დაიწყებოდა და ყველაფერი გამოჩნდებოდა.
ოცნებამ გაიმარჯვა, 6 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ვინც მაშინ ლაფანყურის საქმით გახდნენ ცნობილი და ნაცების გინებით იყვნენ დაკავებული, თანამდებობები დაიკავეს.
და ეხლა ერთი კითხვა მაქვს იმ ხალხთან, რატომ არ გამოიძიეთ ლაფანყურის საქმე? იქ ხომ თქვენი ოჯახის წევრიც გახდა მსხვერპლი. რატომ არ გამოძია ეს საქმე თქვენმა ბიძინამ რომელიც გპირდებოდათ, რომ ყველაფერს გამოიძიებდა გამარჯვების შემთხვევაში, 6 წელი გავიდა უკვე მის მერე რაც გაიმარჯვეთ მაგრამ არავინ ხმას არ იღებთ.
პასუხი არის ის რომ, რომ გამოაქვეყნონ ის რაც გამოძიეს მაშინ, გამოვა რომ ნაცებმა გააკეთეს ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა. ეს გამოძიების შედეგი დღეს ოცნებას არ აწყობს და მაგიტომ არ გამოქვეყნეს, დღეს ეს შედეგი რომ აწყობდეს ოცნებას, ამ ბოლო დღეებში "იმედზე" მხოლოდ ლაფანყურის კადრები იქნებოდა.
ის სიმართლე მწარეც რომ იყოს და შენს თავსაც რომ დაუშავოს რამე მაინც უნდა თქვა თუ ვაჟკაცი ხარ. ლაფანყურში რაც მოხდა იქ იყო ჩვენი ბრალიც(ვაინახების). იმისთვის რომ გაიგო ეს, საკმარისია მარტო ის ვიდეომიმართვა, რომელიც გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ჩეჩენმა მებრძოლმა, რომელიც გადარჩა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს და დღეს იბრძვის უკრაინაში.(ის 2 საათიანი მიმართვა youtube-ზე იყო ატვირთული).

ეხლა რაც შეეხება თემირლანის საქმეს.
თემირლანი იარაღით ხელში არ მოუკლავთ, თემირლანი არ იყო შეარაღებული როგორც ის ჯგუფი, რომელიც ლაფანყურში იყო. თემირლანი მძინარე მოკლეს თავის საწოლში შუაღამეს. დღეს მამამისი წვიმაში და ყინვაში დგას პარლამენტის წინ, რომ სამართალი იპოვნოს. ოცნება საერთოდ ყურადღებას არ აქცევს თემირლანის საქმეს, პირიქით ტერორისტის იარლიყი ჩამოკიდეს და ასე დასცინის მას. ისინი დღეს მარტო თემირლანს კი არა, მთლიანად ქისტებს დასცინიან. მაგრამ ის ხალხი ვინც გახდნენ ცნობილები ლაფანყურის საქმის დამსახურებით და თანამდებობებზე წავიდნენ, დღეს დადიან პანკისში და ხალხს თხოვენ ოცნებისთვის ხმის მიცემას.


გაიხსენეთ როცა თქვენ ხალხს დახმარებას თხოვდით და ხალხს ოცნებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდით, მაშინ ყველა ქისტი თქვენს გვერდით დადგა და ოცნება აირჩიეს, მაგრამ საპასუხოდ რაც მივიღეთ ყველამ ვნახეთ.

ჩეჩნეთიimage

1
94
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
94
  
2018, 30 ოქტომბერი, 12:32
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათთ შეამოწმოთთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1