საქართველო დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა 2018, 29 ოქტომბერი, 9:31 დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. დათვლილი ბოლო მონაცემებით, ის სალომე ზურაბიშვილს 7 ხმით უსწრებს. სოფელ ოზაანის #5-ე უბანზე სულ 890 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლება განახორციელა 491-მა ამომრჩეველმა. გრიგოლ ვაშაძემ ჯამში 194 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა - 187, ხოლო დავით ბაქრაძემ - 48. დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიამ უკვე დაასრულა ყველა უბნის დათვლა. ყველა უბნის ოქმი უკვე გადაგზავნილია ცესკო-ში და განთავსებულია ვებ-გვერდზე. 22 უბანზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მთლიანად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 23-ვე უბანზე ასეთი მონაცემებია: სალომე ზურაბიშვილი - 5 686 ხმა - 52, 89% გრიგოლ ვაშაძე - 2 833 ხმა - 26, 35% დავით ბაქრაძე - 1 212 ხმა - 11, 27% შალვა ნათელაშვლი - 485 ხმა - 4, 51% დავით უსუფაშვილი -179 ხმა - 1, 66% კახა კუკავა - 81 ხმა - 0, 75% ზურაბ ჯაფარიძე - 69 ხმა - 0, 64% გიორგი ანდრიაძე - 35 ხმა - 0, 33% . ხოლო სიღნაღის ოლქში 35 უბნიდან 12 უბანში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, 23-ში - სალომე ზურაბიშვილი. . 83 შეფასება არ არის |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com