ამოცანები პატიმრის დილემა. ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს) 2018, 2 ნოემბერი, 9:57 № 1![]() ჯონი და ჯეკი ქურდები არიან, რომლებიც პოლიციამ მორიგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციის განყოფილებაში ისინი სხვადასხვა საკნებში ჩასვევს და ორივეს პოლიციასთან თანამშრომლობა შესთავაზეს. მათ მოქმედების მხოლოდ 2 ვარიანტი აქვთ – აღიარება ან ყველაფრის უარყოფა. თუ ერთი აღიარებს დანაშაულს, ხოლო მეორე ჩუმად იქნება, პირველს გაუშვებენ და მეორეს 10 წლით ჩასვამენ ციხეში. თუ ორივე აღიარებს, თითოეულს 5-5 წელი მოუწევს ციხეში გატარება. ხოლო, თუ ორივე გაჩუმდება, მხოლოდ თითო წელს გაატარებენ საპატიმროში, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არც ერთმა არ იცის, თუ როგორ მოიქცევა მეორე.
![]() 4 პატიმარს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 2 მათგანს თეთრი ქუდი დაახურეს და 2-ს – შავი. მათ არ იციან, თუ რა ფერის ქუდები ახურავთ. ოთხივე პატიმარი ერთმანეთის ზურგს უკან დააყენეს (იხ. ნახატი), ისე რომ: პატიმარი № 1 შეუძლია დაინახოს № 2 და № 3 პატიმარი.პატიმარი № 2 ხედავს მხოლოდ № 3. პატიმარი № 3 – საერთოდ ვერავის ხედავს. პატიმარი № 4 – ვერავის ხედავს. მოსამართლე, ნებისმიერს, რომელიც თავისი ქუდის ფერის დასახელებას შეძლებს, გათავისუფლებას დაჰპირდა.
№ 3![]() პიტერ კოლინზს განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, მაგრამ, ის ამტკიცებდა, რომ თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი და მხოლოდ თავს იცავდა. ასე თუ ისე, მტკიცებულებები ირიბი იყო და მას არაგანზრახ მკვლელობისთვის, 3-დან – 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ციხის საკანში ის ქილერთან ერთად მოხვდა, რომელიც ორგანიზებული დამნაშავეების დავალებებს ასრულებდა. ქილერს მხოლოდ 2 წელი ჰქონდა მისჯილი, იარაღის უკანონოდ შეძენისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ისინი დამეგობრდნენ, კოლინზმა თანამესაკნესთან აღიარა, რომ მკვლელობის შემდეგ ადვილად გამოძვრა და რომ სინამდვილეში სინდიკატის დავალებას ასრულებდა და ის ადამიანი შეკვეთილი იყო. პროფესიული სიამაყის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ქილერმა, თავის მხრივ, პიტერს კონტრაქტით ჩადენილი, რამდენიმე მკვლელობის შესახებ მოუყვა და თანამოსაკნეს უთხრა, რომ როდესაც ის გათავისუფლდებოდა, მზად იყო, იმავე სინდიკათთან ეთანამშრომლა, რომელთანაც პიტერი თანამშრომლობდა. გარკვეული დროის შემდეგ, პიტერ კოლინზი სხვა ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ, მისი ადვოკატის შუამდგომლობა შევიდა შტატის გუბერნატორთან, შეწყალების თხოვნით და კოლინზი გაათავისუფლეს. მან ციხეში მისჯილი ვადიდან მხოლოდ 5 თვე გაატარა.
![]() პასუხები:1. ნეშის «გათანაბრების» თანახმად, ორივე აღიარებს და 5-5 წელს მიუსჯიან. 2. მე-4 და მე-3 ვერაფერს იტყვიან, რადგან სხვებს ვერ ხედავენ. 1-ლი პატიმარიც ვერაფერს იტყვის, რადგან სხვადასხვა ფერის ქუდებს ხედავს. შესაბამისად, მას ან თეთრი ქუდი ახურავს, ან შავი. მე-2 პატიმარი ხვდება, რომ 1-ლი იმიტომ დუმს, რომ იცის, ნებისმიერი ფერის ქუდი შეიძლება ეხუროს, რადგან ის ორივე ფერის ქუდს ხედავს. შესაბამისად, მას ვერ ეხურებოდა ისეთი ქუდი, როგორც მე-3 პატიმარს, ე. ი. მისი ქუდი თეთრი უნდა ყოფილიყო. დასკვნა: თავისი ქუდის ფერს პირველი № 2 დაასახელებს. 3. პიტერ კოლინზი პოლიციელი იყო და სასამართლო იმიტომ ჩატარდა, რომ მას დაქირავებული მკვლელის ნდობა მოეპოვებინა და სენატის გამოძიებისთვის მტკიცებულება მოეპოვებინა. ![]() ![]() ![]() 1439 5-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.Cash72.Com