x
image
beko777
ნატო გელაშვილის კაბების ჩვენება
- არა, რაც ახლა გაიფიქრეთ ის, არა :) – “წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებლის~ `მეგას~ ტიტულის მფლობელს, სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია და დიზაინერობა არ დაუწყია :), - ეს ხომ საქართველოა და ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს - აქ ორი ნატოს, ორივე გელაშვილის და ორივე გიორგის ასულის მოძებნა არ გაჭირდება, არც სამის და არც ოთხის :)
მცირე ლირიული გადახვევის შემდეგ მოგახსენებთ, რომ “სითი კლუბმა” მაია ჯანყარაშვილის სამოდელო სააგენტოს გოგონებს უმასპინძლა, რომლებმაც დიზაინერ ნატო გელაშვილის კაბების კოლექცია წარმოადგინეს და პატარა, მაგრამ ხალხით სავსე დარბაზს მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს, რომლის წამყვანიც (!) არც მეტი არც ნაკლები ქართული რეპის მამა ბედინა იყო :) – რომელმაც ისე ოსტატურად მოირგო ეს ამპლუა, რომ ადამიანი იფიქრებდა მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს აკეთებსო :)

რაც შეეხება ნატო გელაშვილის (დიზაინერის) კოლექციას - სადა, ლამაზი და ორიგინალური კაბები, დახვეწილი, თბილი ფერები, მაგრამ ცოტა მძიმე, თუმცა გამოკვეთილი, გოგონების ტანზე არმომდგარი და ჰაეროვანი იყო, - ზოგიერთმა ნამუშევარმა ხმამაღალი აპლოდისმენტები დაიმსახურა (კაბის წარმდგენ გოგონასთან ერთად). დარბაზში რამდენიმე ცნობად სახესაც მოკრავდი თვალს, - კობა ხაბაზი ტრადიციულად ახალგაზრდაimage მანდილოსანთან ერთად იყო მოსული, კომპანია `არტ-ფეისის~ ხელმძღვანელი ზვიად აბესაძე მეგობრებთან ერთად...
ჩვენების შემდეგ კი, ტრადიციულად დი ჯეიმ ამოქოქა და სკამებზე მყარად მსხდომი სტუმრებიც, საცეკვაოდ ნელ-ნელა წამოიშალნენ, ბახუსმაც თავისი ქნა… :)
0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0