ქალი და მამაკაცი 10 ყველაზე შეუხედავი ქალი - მამაკაცების გამოკითხვის შედეგად მიღებული სია 2018, 29 ოქტომბერი, 11:30 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას და მსოფლიო ისტორიას თუ უბრალოდ ჩვენ, არაერთი ცნობილი თუ უცნობი ლამაზი ქალი გვახსოვს.
ზოგადად სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია, ვიცით, თუმცა, ყველას საკუთარი აზრი აქვს სილამაზესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ფიზიკურს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ხოლო მაშინ, თუ საქმე საქვეყნოდ ცნობილ მსახიობებს და მომღერლებს ეხებათ, ყურადღება გაასმაგებულია. აღსანიშნავია, რომ მიმზიდველობა გამოწვეულია არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ მანერებით, შარმით და სხვა მრავალი წვრილმანი დეტალით. ამიტომ, ერთ-ერთმა გამომცემლობამ გადაწყვიტა, ცნობილი ქალბატონების ის "მახინჯი" ათეული გაეცნო ჩვენთვის, რომელიც მამაკაცთა გამოკითხვის შედეგად მიიღო. 1. ლინდსი ლოჰანი. ლინდსი ენციკლოპედიური მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია ქალს მავნე ჩვევებით თავი გაინადგუროს. ერთ დროს საყვარელი გოგონა, ახლა, ასაკთან შედარებით ორჯერ უფროსად გამოიყურება. 2. დონატელა ვერსაჩე. წარმოუდგენელი სტილისა და დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონი, პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია. შეიძლება ითქვას, რომ ის საშინლად გამოიყურება. 3. კორტნი ლავი. კურტ კობეინის ყოფილი რჩეული ლინდსის ბედს იმეორებს და ისიც ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ ანადგურებს ცხოვრებას და სილამაზეს ცხოვრების არასწორი რიტმი. 4. ჯოსლინ ვინდელსტეინი. მისი სახე პლასტიკური ქირურგიის ანტირეკლამაა. ქალი, რომელმაც გადაწყვიტა უფრო მომხიბვლელი გამხდარიყო, ნამდვილ ურჩხულს დაემსგავსა. 5. პერიზ ჰილტონი. ალბათ ბევრს გააკვირვებს ფაქტი, თუ რატომ შევიდა პერიზი მახინჯი ქალების სიაში, თუმცა, გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობამ ერთხმად აღიარა, რომ მისი საშინელი ხასიათი მის სილამაზეს ჯაბნის. ისიც დაამატეს, რომ ხასიათის მიუხედავად, ისედაც არ არის ლამაზი ქალი. 6. სარა ჯესიკა პარკერი. ალბათ, სარასთვის მახინჯის თქმაც უსამართლოა, მაგრამ ეს ხომ მამაკაცების არჩევანია და მათი აზრით, ის ძალიან გამხდარი და რაღაცნაირია, თითქოს "ჯადოქარს" ჰგავს. 7. კიმ კარდაშიანი. რამდენი რამ გააკეთა კიმმა, რომ განსაკუთრებული და მომხიბვლელი ყოფილიყო, თუმცა სწორედ ამან განაპირობა ფაქტი, რომ მახინჯი ქალების სიაში დაასახელეს მამაკაცებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ მაკიაჟის და სილიკონების ქვეშ ქალი არ დგას. 8. მეგან ფოქსი. თითქმის იგივეს თქმა შეუძლიათ მამაკაცებს მეგანზე. მან კიმის მსგავსად ბევრი ხარჯი გაიღო გარეგნობისთვის და ის მთლიანად ხელოვნურია. "ჩვენ მხოლოდ ბუნებრივ სრულყოფილებას ვაფასებთ" - ამბობენ მამაკაცები. 9. ტილდა სუინტონი. მისი ნიჭი, უბრალოდ გასაოცარია, თუმცა ალბათ არ მოიძებნება მამაკაცი, ვინც მასზე ლამაზს ან მომხიბვლელს იტყვის. 10. მაილი საირუსი. ადრეულმა პოპულარობამ მასზე სასტიკად იხუმრა. დღემდე, ყველა ისე უყურებს, როგორც ბავშვს. მისი უპასუხისმგებლო ქცევები კი უბრალოდ ზრდის იმის ეფექტს, რომ ის მამაკაცებს საერთოდ არ მოწონთ. შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ სიაში შეყვანილი თითოეული ქალი მამაკაცების გამოკითხვის შედეგია. იხილეთ აგრეთვე: ცნობილი მდიდარი მამაკაცები "უშნო" ცოლებით რატომ მოიყვანა მარკ ცუკერბერგმა უშნო ქალი ცოლად? ყველაზე "მახინჯი" ვარსკვლავი მამაკაცები, რომელთაც "ვაღმერთებთ" 890 11-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com