x
image
Yoona
Mediator image
რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ნიშნების თითოეული წარმომადგენელი ცხოვრების თანამგზავრს კონკრეტულ ასაკში ხვდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ასტროლოგია გარკვეულ კანონზომიერებას მაინც ნახულობს.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი საკუთარ თავში იჭერს ფიქრს, რომ ის უკვე ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდა. მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ გრძნობები წამიერი იყოს და რომანს მომავალი არ ჰქონდა. ზოგიერთ ადამიანს იმედი გაცრუებული აქვთ და აღარ სწამთ რომ ნამდვილ ცხოვრების პარტნიორს იპოვიან. თუმცა ზოგი ხელი ჩაქნეული არ აქვს და იმედს ინარჩუნებს, რომ ერთხელ ცხოვრების ნამდვილ თანამგზავრს იპოვიან.

დღეს გთავაზობთ გაიგოთ, თუ რომელ ასაკში იპოვით სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.



ვერძი

ვერძი ძალიან სწრაფად ზრდასრული ხდება, ამიტომ თავისი სიყვარული შეიძლება ძალიან ახალგაზრდამ იპოვოს. ასტროლოგების დაკვირვების თანახმად, ვერძის ნიშნის წარმომადგენლები მეორე ნახევარს 20-22 წლის ასაკში ხვდებიან. ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის ეს შესაბამისი ასაკი არ არის და ვერძი ამ მოსაზრებას ეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ვერძს ძალიან ადრეულ ასაკში უყვარდება, ის მოვლენებს არ დააჩქარებს და დაუყონებლივ დამატებით პასუხისმგებლობას არ აიღებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის ყურადღებას იჩენს, პაემნებზე დადის და სამომავლო თანაცხოვრებაზე საუბრობს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისთვის ვერძი მხოლოდ 28 წლის შემდეგ იქნება მზად.


კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან მოტრფიალე არის. ნამდვილი გრძნობები შეიძლება უკვე 15 წლის ასაკში განიცადოს და ადრეული ასაკის მიუხედავად, თავისი პარტნიორი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უყვარდეთ. თუმცა მყარი გრძნობები კურომ შეიძლება 30 ან 40 წლის შემდეგაც იპოვოს. საქმე იმაშია, რომ კურო სახლის კომფორტის ნამდვილი დამფასებელია და პირველ ადგილას ყოველთვის ოჯახის ღირებულებებს აყენებს. სწორედ ამიტომ მათი მთავარი ამოცანა ხანგრძლივი ოჯახური კავშირის შექმნა არის.


ტყუპები

თავისუფლების მოყვარული ტყუპები თავის სიყვარულს ძალიან ადრე პოულობს და ზოგჯერ ეს შეიძლება 18 ან 19 წლის ასაკში მოხდეს. ცხოვრების წესის და ხმაურიანი წვეულების მოწყობის სურვილის მიუხედავად, მათ არ სცილდებათ ფიქრი, რომ სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს - ტყუპებს პირველივე შემხვედრი არასდროს უყვარდება. თუ მათ ძლიერი გრძნობები განიცადეს, ნიშნავს იმას, რომ მათი გულის მეგობარი სხვებისგან გამორჩეული არის. ტყუპების თავქარიანობამ შეიძლება პოტენციური პარტნიორი შეაშინოს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, ტყუპები პირველი და ნამდვილი სიყვარულის გრძნობას არასდროს დაივიწყებენ.


image

კირჩხიბი

კირჩხიბი ძალიან მოტრფიალე და რომანტიკული ნიშანი არის და გასაკვირი არაა, რომ ის ჭეშმარიტ სიყვარულზე ოცნებობს. რჩეულის თვითონ იშვიათად ეძებს და მით უმეტეს სოციალური ქსელით სიყვარულის პოვნის იდეას უარყოფს. მათ სწამთ, რომ ნამდვილი სიყვარული - ეს ბედის საჩუქარია და მისი პოვნა ნებისმიერ მომენტში შეიძლება. თუმცა, როცა კირჩხიბი სიყვარულს პოულობს, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში თავისი გრძნობები დამალოს და დროებით მორიდებული ყურადღება გამოიჩინოს. სწორედ ამიტომ კირჩხიბმა შეიძლება ბავშვური სიყვარული ადრეულ ასაკში განიცადოს, ხოლო ოჯახურ ურთიერთობებს უკვე დაახლოებით 30 წლის ასაკში შეუდგეს.


ლომი

ლომი არც თუ მოსიყვარულე ნიშანია და ამასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობს. ამ ნიშნის წარმომადგენელს საპირისპირო სქესის მოჩერებული თვალების დაჭერა სიამოვნებს და კარგად იციან, რომ როგორც კი მათ ცხოვრებაში პარტნიორი გამოჩნდება, მათ დაშოშმინება მოუწევთ. თუმცა ლომმა სიყვარული შეიძლება 20-22 წლის ასაკში იპოვოს, მაგრამ ამ ასაკში მათ გაცნობიერებული არ აქვთ, თუ რა არის ურთიერთობა და რა პასუხისმგებლობა აკისრიათ.


ქალწული

ქალწული ყველაფერზე წინ გრძნობას არ აყენებს და ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ნამდვილი სიყვარული და მომავალში ერთად ცხოვრება - ეს უფრო ზღაპარია. აქედან გამომდინარე, ისინი რჩეულს საკმაოდ გვიან პოულობენ. ქალწული პარტნიორში მეორე ნახევარს აღიარებს, თუ ის მის იდეალს სრულად შეესაბამება, რაც შეიძლება 20 წლამდე ან 40 წლის შემდეგ მოხდეს.


სასწორი

სასწორი თავის სიყვარულს ძალიან ადრეულ ასაკში 18 წლისას პოულობს. ამ ასაკში მათ უკვე გაცნობიერებული აქვთ, რომ მომავალზე დაფიქრების დრო დადგა, რომელიც ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გვერდით საიმედო დამცველი ეყოლება. ძალიან ხშირად მეორე ნახევრად ისინი უკვე ნაცნობ ადამიანებს ირჩევენ, შეიძლება ეს საუკეთესო მეგობარიც იყო. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სასწორი პარტნიორის საიმედოობაზე ნერვიულობს.


მორიელიimage

ცხოვრების განმავლობაში მორიელის განმავლობაში არაერთ პარტნიორს იცლის, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად უყვარს. თავის სიყვარულს ძალიან ადრეულ ასაკში 15 წლისას პოულობს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იციან რა უყონ საკუთარ გრძნობებს, მთავარია, ამის შესახებ შეყვარებულს როგორ უთხრას. ამ ეტაპზე მათ ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ თუ საპასუხო გრძნობებს ვერ ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში შეიძლება სხვა ადამიანთან ოჯახი შექმნას, პირველი გრძნობის მოგონება მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.


მშვილდოსანი

ზოგჯერ მშვილდოსანს იმის გაფიქრების ეშინია, რომ ერთხელ თავისუფლების დაკარგვა მოუწევს. სწორედ ამიტომ თავის სიყვარულს მხოლოდ 30 წლის შემდეგ პოულობენ. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდად არის, რადგან ამ დროისთვის უკვე დაწყნარებას და მომავალი ოჯახისთვის ნიადაგის მომზადებას ახერხებენ, ასევე არჩევას სერიოზულად აკეთებს. მათი გულის მოპოვება საკმაოდ რთული არის, რადგან ზრდასრულ ასაკშიც კი შეიძლება სერიოზული ურთიერთობისგან თავი შეიკავოს. თუმცა თუ პოტენციურ პარტნიორს შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ მშვილდოსანს პირადი სივრცე სჭირდება - ურთიერთობა იდეალური იქნება.


თხის რქა

ზღაპრები სტილში „ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“ თხის რქაში მხოლოდ იწვევს სიცილს და უნდობლობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რომანტიკის ჯერ კიდევ სჯერა. ამ ნიშნის წარმომადგენელი ურთიერთობას სულ სხვანაირად უყურებს. ის თვლის, რომ ძლიერი კავშირის შესაქმნელად მხოლოდ გრძნობა საკმარისი არაა და აუცილებელია საიმედო საძირკველი. სწორედ ამიტომ თხის რქა თავის მეორე ნახევარს უკვე 30 წლის შემდეგ ხვდება. ამ ასაკში უკვე ქორწინებისთვის მორალურად მზად არის და მუდმივ პარტნიორს არა მხოლოდ თაყვანისცემის ობიექტად, არამედ როგორც ცხოვრების მეგზურს ისე აღიქვამს.


მერწყული

მერწყული თავის სიყვარულს ადრეულ ასაკში პოულობს, მაგრამ არასდროს უყვარდება. პრობლემა იმაშია, რომ ეს ნიშანი ძალიან ცვალებადია და თუ ადამიანის გრძნობა გაუჩნდა, შეიძლება დროთა განმავლობაში ეს გრძნობა გაქრეს. მერწყული არ გამორიცხავს რომ მომავალში მაინც ერთგული თანამგზავრი სჭირდებათ. თუმცა თუ დაოჯახდება, ეს ყოველთვის დიდი სიყვარულის გამო არ ხდება. მარტოობის მოშორების მცდელობით ისინი ცხოვრების მეგზურს და ძლიერ მხარდაჭერას პოულობენ.


თევზები

თევზების შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. ერთი მხრივ, მათ შეიძლება უკვე 17 წლის ასაკში შეუყვარდეთ და ამ გრძნობების გამო ნამდვილ ეიფორიაში იყოს. მეორე მხრივ, მათ შეიძლება 30 წლის ასაკში იპოვონ სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდულ აღფრთოვანებას აღარ განიცდიან. ხშირად, თევზები ურთიერთობას არ იწყებენ ადამიანთან, რომელთანაც უბრალოდ ყოფნა სიამოვნებს - მათ მონათესავე სული სჭირდებათ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს მისი უსიტყვოდ ესმოდეს, რადგან თევზები არც თუ ისე გულღია და კომუნიკაბელური ნიშანია. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სერიოზულ ურთიერთობებს ძალიან გვიან იწყებენ, რადგან შესაბამისი პარტნიორის პოვნა მარტივი არაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ.


თანამედროვე სამყაროში ნამდვილი სიყვარულის პოვნა იშვიათობაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია, სხვები კი ურთიერთობას იწყებენ და თან მზაკვრული ფიქრები აქვთ. თუმცა ყველა ადამიანს აქვს შანსი მეორე ნახევარი იპოვოს. გისურვებთ ბედნიერებას და ორმხრივ სიყვარულს.

1
6514
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
6514
  
2018, 29 ოქტომბერი, 12:42
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში დაა შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1