x
image
Trollface
ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია
image

თითოეული ადამიანისთვის პროფესიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.პროფესიის სწორად არჩევა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებულ ცხოვრებას, მოღვაწეობას.ალბათ გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც გაკვირვებული დარჩენილხართ ამა თუ იმ უცნაური პროფესიებით და საკუთარ თავს ვერც კი წარმოიდგენდით იმ პროფესიის წარმომადგენლად.დღეს კი მე მინდა წარმოგიდგინოთ მართლაც ყველაზე უცნაური პროფესიები...პირადად მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ თავს ამ პროფესიის ხალხის ადგილას.


1). ქოქოსის პალმის სპეციალისტი.მისი დანიშნულებაა რომ სათითაოდ აძვრეს თითოეულ პალმის ხეზე და საგულდაგულოდ შეამოწმოს ქოქოსის კაკლები, ანუ ჩამოვარდება თუ არა...რათა საფრთხე არ შეუქმნას დამსვენებლებს და დაცულნი იყვნენ ტურისტები.


image



2). საღებავის სპეციალისტი.ერთ-ერთი უცნაური პროფესიაა მართლაც.სპეციალისტს ხელში უჭირავს წამზომი, და აკვირდება თუ რამდენ ხანში გაშრება საღებავი.შემდეგ კი ამ ყველაფერს დაწვრილებით იწერს.


image



3). წიწილების სქესის დამდგენი.ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ განარჩევდნენ წიწილებს სქესის მიხედვით, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ამ საქმეს სპეციალური კომპიუტერის მსგავსი დანადგარი აკეთებდა, თუმცა როგორც ხედავთ ყველაფრის დადგენა ხელებით და კარგი დაკვირვებით ხდება.ფერმებში, სპეციალისტები ასე ანცალკევებენ წიწილებს სქესის მიხედვით.


image


4). ქათმის კვერცხების სპეციალისტი.მისი მოვალეობაა ახალდადებული კვერცხის შემოწმება სათითაოდ, ვარგისიანია თუ არა კვერცხი საკვებად მისაღებად.


image



5). კოღოების სპეციალისტი.კიდევ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პროფესია.წარმოიდგინეთ, ადამიანი იჭერს კოღოს და შემდეგ ელოდება თუ როდის უკბენს და ამოწოვს სისხლს...ამ ყველაფრის მიზანი და დანიშნულება კი არის ის, რომ დადგინდეს ინფორმაცია მალარიის შესახებ, ანუ სად არის გავრცელებული და რამდენად საშიშია.მართლად უცნაური და რისკიანი პროფესიაა.


image




3
990
5-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
990
  
2012, 15 ივლისი, 15:34
გაიხარე )))
2012, 15 ივლისი, 12:12
ძალიან საინტერესო იყო.მადლობა
0 1 3