კონფლიქტები რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა,რომ ემზადება ომისთვის 2018, 28 ოქტომბერი, 12:49 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ დიახ, "რუსეთი ემზადება ომისთვის", მაგრამ აშშ "ამზადებს ომს." რუსეთს აშშ-სგან განსხვავებით, რომელიც ომს ამზადებს განზრახული აქვს დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ინტერესები, განაცხადა გაეროს გენერალური ანსამბლეის სხდომაზე ანდრეი ბელოუსოვმა. "ცოტა ხნის წინ სხდომაზე აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ომისთვის, დიახ რუსეთი ემზადება ომისთვის, ამას ვადასტურებ, დიახ, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი პრინციპები და ჩვენი ხალხი, ვემზადებით ასეთი ომისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული განსხვავება შეერთებული შტატებთან ლინგვისტური კუთხით:განსხვავება გამოიხატება სულ ერთი სიტყვით, რაც რუსულ ენაშია და რაც ინგლისურში:რუსეთის ფედერაცია ემზადება ომისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები კი ამზადებს ომს"(Российская Федерация готовится к войне, а Соединенные Штаты Америки готовят войну) "მაშინ რატომ თქვა უარი შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულებაზე, (საუბარია ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციაზე, რომელიც 1987 წელს გაფორმდა)...აი, ეს არის კითხვა ყველასთვის"-დასძინა დიპლომატმა. შეახსენებთ, დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ არღვევს 1987 წლის ხელშეკრულების პირობებს, აშშ-ს პრეზიდენტი დაიმუქრა:ქვეყანა იქამდე გაზრდის ბირთვულ პოტენციალს, სანამ "სხვები გონზე არ მოეგებიან", შემდეგ კი მზად იქნება შეაჩეროს პროცესი და შეამციროს კიდეც ბირთული შეიარაღება. 179 3-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com