ფოტოგრაფია ნახეთ: მაკა ჩიჩუას ახალგაზრდობის უცნობი ფოტოები - როგორ გამოიყურებოდა მეოთხე პირველი ლედი წლების წინ 2018, 27 ოქტომბერი, 13:46 როდესაც ქვეყნის პირველი პირების საპრეზიდენტო ვადები სრულდება, აფასებენ არა მხოლოდ პრეზიდენტებს, არამედ მათ მეორე ნახვრებსაც და მათ საქმიანობას მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდშიც.
პირველი ლედობის პერიოდში მაკა ჩიჩუამ ელეგანტური სტილი მოირგო და სხვადასხვა ვიზიტებისას გადაღებულ მის ფოტოებს საზოგადოება არაერთხელ აღუფრთოვანებია.
სანამ მაკა ჩიჩუა პირველი ლედი გახდებოდა, ის რამდენჯერმე საფრანგეთის პირველ ქალბატონს, კარლა ბრუნის, ნიკოლა სარკოზის იმდროინდელ მეგობარ ქალბატონს შეადარეს, რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის სტატუსს ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნის გარეშეც ატარებდა. კარლა ბრუნი, მანამდეც საჯარო პიროვნება იყო, ვიდრე ცხოვრებას სარკოზის დაუკავშირებდა, წარმატებული სამოდელო, მსახიობისა და მომღერლის კარიერით. მან კარიერა პირველი ლედობის პერიოდშიც გააგრძელა - ვუდი ალენის ცნობილ ფილმში "შუაღამე პარიზში" ერთ-ერთი როლი განასახიერა.
საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი - კარლა ბრუნი მაკა ჩიჩუა კი პროფესიით მხატვარია, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, მაყურებლებს დღემდე ახსოვთ მისი სიმღერა, ვიდეოკლიპთან ერთად, სახელწოდებით, "ელექტროტალღები" და რამდენიმე კინოროლი. 1988 წელს ის გოდერძი ჩოხელმა "აღდგომის ბატკანში" გადაიღო, შემდეგ იყო რეზო ჩხეიძის "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", სადაც მაკა ლიკა ქავჟარაძესთან ერთად გამოჩნდა ( შეგახსენებთ, რომ ლიკა ქავჟარაძე მაკა ჩიჩუას უფროსი შვილის ნათლია იყო) განსაკუთრებით პოპულარული კი რუსუდან ჭყონიას 2012 წლის ფილმი "გაიღიმეთ" გახდა, სადაც მაკა ჩიჩუა სხვა მსახიობებთან ერთად რამდენიმე სცენაში საცურაო კოსტიუმის ამარა თამაშობს. მაკა ჩიჩუა თბილისში ერთ-ერთ სილამაზით განთქმულ გოგოდ ითვლებოდა, როგორც ჰყვებიან, თბილისის საუკეთესო ბიჭები მასზე იყვნენ შეყვარებულები სულ ბავშვობიდან. გთავაზობთ საქართველოს მეოთხე პირველი ლედის ახალგაზრდობის არაჩვეულებრივ ფოტოებს : 1937 1-ს მოსწონს |
.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com