x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!
image

რა მოგივათ თავში პირველ რიგში, როცა გულისრევის შეგრძნებით გეღვიძებათ? სავარაუდოდ, მანამდე რაღაც ცუდი მიირთვით. ღებინება? დიახ, ეს ხომ ბანალური მოწამვლა არის. სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიულობა ყოველთვის კარგ შედეგს არ იძლევა. ალბათ უმეტესობა თქვენგანი გაოცდება იმ ფაქტით, რომ გულისრევა და ღებინება შეიძლება ინფარქტის წინა ნიშნები იყოს. თუ სამედიცინო დახმარებას დროულად არ მივმართავთ, შეიძლება ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.


image

ჯანმრთელობის საკითხებში ქარაფშუტობა საუკეთესო მრჩეველი არ არის. ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ბევრ სიმპტომს მაინც უგულებელყოფენ, რომელთა არ შემჩნევა არ შეიძლება. ქალების ინფარქტი - ძალიან დელიკატური საკითხია! შეიძლება რაღაც ნამდვილად საშინელი ვერ იგრძნოთ, რის გამოც ექიმთან ვიზიტი სასაცილოდ მიგაჩნდეთ. თუმცა, შესაძლოა, თქვენმა ქცევამ თქვენი დღეები შეამციროს. სავსებით შესაძლებელია, რომ თუ ახლობელი პროფილაქტიკის მიზნით სამედიცინო შემოწმებას დაგიჩემებთ, თქვენ კორონალური და ცენტრალური არტერიები გადაკეტილი გქონდეთ. დროული ოპერაცია თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს.



რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყოველთვის? როგორ ავირიდოთ თავიდან შეუქცევადი შედეგი? რომელი ნიშნების უგულებელყოფა არ შეიძლება? ამის შესახებ დღეს სტატიაში გიამბობთ.


image

ჩვეულებრივ, ქალებში ინფარქტის წინა მდგომარეობა ძალიან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არაა. სწორედ ამიტომ ქალების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი - ინფარქტია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ქალების ნახევარზე მეტი ინფარქტით იღუპება და ამასთან ინფარქტის წინ მისი ნიშნები არ აქვს. რა თქმა უნდა, სიმპტომები იყო, მაგრამ ისინი სახიფათოდ არავის ჩაუთვლია. მთავარი ნიშანი არის მტკივნეული შეგრძნება ხელსა და გულში. თუმცა ქალების უმეტესობა მას გამოკვეთილად ვერ გრძნობს.

სწორედ ამიტომ სიმპტომები კარგად უნდა შეისწავლოთ, რომლებიც არაპირდაპირ ნიშნებს წარმოადგენენ. გთავაზობთ ყურადღება 5 მთავარ სიმპტომს მიაქციოთ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პრობლემა დროულად აღმოაჩინოთ.


image


1.უსიამოვნო შეგრძნება ნიკაპიდან ჭიპამდე

თუ ნიკაპიდან ჭიპამდე არეში ნებისმიერ მკვეთრად უსიამოვნო, უცნაურ შეგრძნებას განიცდით. ზოგჯერ შეიძლება ვერც გააცნობიეროთ, თუ რა ხდება. თუმცა შეგრძნება „რომ რაღაც რიგზე არაა“ - ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევის საბაბია.


2.კბილის ტკივილი

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ვერ აყუჩებს, ექიმთან გაიქეცით! ან სტომატოლოგთან! სწორედ სტომატოლოგს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ტკივილის მიზეზი კბილი არაა და კარდიოლოგთან გაგიშვათ. იგივე შეიძლება ითქვას ზურგის უმიზეზო ტკივილზე.


3.დისკომფორტი

ტკივილი ერთადერთი შემაშფოთებელი ნიშანი არ არის. ნებისმიერი დისკომფორტი გულმკერდის არეში კარდიოგრამის გადაღების საბაბია.


4.კუჭის პრობლემები

ეს სიმპტომი, სამწუხაროდ, ხშირად გულთან არაა დაკავშირებული. დისპესია ან კუჭის სხვა პრობლემა შეიძლება გულის პრობლემაზე მიუთითებდეს. გულისრევა და ღებინება, თავბრუსხვევა - ექიმთან ვიზიტის საბაბია.


5.დაღლილობა

თუ მუდმივი დაღლილობა და გახშირებული სუნთქვა გაწუხებთ - დროა კარდიოგრამა გადაიღოთ. ეს ნაკლებად შესამჩნევი ნიშანი არ გამოგრჩეთ!


image

თუ ინფარქტის ნიშნებზე ეჭვი გეპარებათ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და უთხარით, რომ ეჭვი ინფარქტზე გაქვთ. საავადმყოფოში მოხვედრისას კარდიოგრამის გადაღება მოითხოვეთ. უმჯობესია თუ თავს დაიზღვევთ!

ადამიანი ისე არის მოწყობილი, რომ თავის დაზღვევის შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფარქტი განვითარდეს. შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, არ მოსწიოთ, სწრაფი კვების პროდუქტებს გვერდი აუაროთ, მაგრამ ინფარქტი გვერდს არ აგივლით.

სამედიცინო დახმარებას დროულად მიმართეთ და ყოველთვის ჯანმრთელი იყავით!

1
2130
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2130
  
2018, 27 ოქტომბერი, 10:46
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამასს დაა ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1