x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
კარტოფილით მკურნალობა - გაიგეთ, რამდენ დაავადებას შველის ეს ბოსტნეული
ანგინა

აიღეთ პატარა კარტოფილი(გამოდგება ბოლქვი), კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ მცირე რაოდენობის წყალში, ისე, რომ ორთქლი ამოდიოდეს კარტოფილს და არა წყალს.

10 - 15 წუთის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ ინჰალაცია. შეისუნთქეთ ორთქლი ცხვირით და პირით(შეგიძლიათ დაამატოთ ორი აბი ვალიდოლი) . თუ ანთებითი პროცესები განსაკუთრებით მწვავეა, დილისა და საღამოს პროცედურების ჩატარება შესაძლებელია. ინჰალაციის შემდეგ აუცილებლად დაწექით ლოგინში, რომ არ გაცივდეთ.

კარტოფილის წვენი გააცივეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ შეურიეთ მოცხარის წვენს და მიირთვით ½ ჭიქა 3–ჯერ დღეში.image


სიმსივნური გამონაზარდი

ამ დროს სვით კარტოფილის ყვავილის ნაყენი. მოადუღეთ 1 ს/კ ყვავილი 0, 5 ლიტრ ადუღებულ წყალში. დააყენეთ 3 საათით (თერმოსში უმჯობესია). მიიღეთ 1 ს/კ, სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასე კურსის განმავლობაში უნდა მიიღოთ 4 ლიტრი ნაყენი.

ფილტვის ტუბერკულოზი

მიირთვით კარტოფილი კანიანად მომზადებული. ასევე, ივლისიდან თებერვლამდე, დალიეთ კარტოფილის წვენი.


ალკოჰოლური თრობა

გამოსაფხიზლებლად, რეკომენდებულია, შეჭამოთ დაქუცმაცბული(გახეხილი) კარტოფილი, უმჯობესია, კანიანად.

არითმია

პერიოდულად ჩაიტარეთ კარტოფილის დღეები, გამოიყენეთ ძირითადად, კარტოფილის წვენი, კარტოფილის ნახარშის წყალი ან გამომცხვარი კარტოფილი.

მეჭეჭების მოშორება

გაჭერით შუაზე კარტოფილი, გაჭრილი მხარით დაიდეთ მეჭეჭზე, შემდეგ

ორივე ნაჭერი შეაერთეთ და დამარხეთ. ისე არ ჩამარხოთ, რომ ამოვიდეს. თანამედროვე მკურნალები მას საყინულეში ინახავენ. რამდენიმე დღეში ამ მეთოდით მეჭეჭი გაქრება.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

გაგანიერებული ვენების ადგილი, დღეში რამდენჯერმე დაისველეთ ახალი კარტოფილის წვენით და შეიკარით კარტოფილის წვენში დასველებული ბინტით ან სხვა ქსოვილით. კარგი იქნება თუ ამ პროცედურებს თან დაურთავთ კარტოფილის წვენის მიღებას.

მაღალი ტემპერატურა

გახეხეთ მსხვილად 2 ცალი კარტოფილი, მიღებულ მასას დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი. მოათავსეთ ბინტზე(სქლად დაკეცილი უნდა იყოს). ქსოვილი ასევე კარგად განიერი უნდა იყოს, რომ შემდეგ გადმოატრიალოთ ბინტი. მოათავსეთ ავადმყოფის შუბლზე, ხოლო რამოდენიმე ხნის მერე შეუცვალეთ ახლით . ანგინის დროს იგივე კომპრესის გაკეთებაა შესაძლებელი ყელზე. შემდეგ უნდა შეიხვიოთ ყელი.image

ჰიპერტენზია

არტერიული წნევის დასაწევად 14 დღის მანძილზე ცარიელ კუჭზე, ანუ ჭამამდე მიიღეთ შემდეგი მასა: 1ს/კ გახეხილი კარტოფილი ან 15 გრამი სახამებელი გახსენით ½ ჭიქა ადუღებულ წყალში. ასევე კარგია ნახარში წვენი (კანიანად მოხარშული კარტოფილის) 1-2 ჭიქა დღეში; ასევე შეწვით კანიანად კარტოფილი ღუმელში და ჭამეთ ხშირად.


ხველა

ცხელი კარტოფილი(ოღონდ კანი არ დაიწვათ) მარლაში მოთავსებული დაიდეთ გულმკერდის ადგილზე, რომელიც მანამდე სკიპიდარის, ანუ ფიჭვის ეთერზეთით უნდა დაიზილოთ. გაიკეთეთ პროცედურა ღამით.


მასტიტი
შეურიეთ ½ ჭიქა კარტოფილის სახამებელი და ½ ჭიქა მზესუმზირის ზეთი. მასა მოათავსეთ ბინტის ტომარაში და ჩამოიკიდეთ მკერდზე 1 საათის განმავლობაში.


მეტეორიზმი

მიიღეთ ყოველდღიურად ერთი ჭიქა კარტოფილის წვენი, ამის შემდეგ 1 საათი არაფერი მიირთვათ, სასურველია 30 წუთი წამოწვეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღეა.


ჩაშავებული თვალის უპეები

დაიდეთ შუაზე გაჭრილი თბილი კარტოფილი თვალის უპეებზე. აუცილებლად კანიანად მოხარშული. გაიჩერეთ 30 წუთით, სასურველია იწვეთ ამ დროის განმავლობაში.

დამწვრობა

გახეხილი კარტოფილი (ამჯერად კანის გარეშე) მოათავსეთ ბინტის ქსოვილზე, რომელიც 4-5 ჯერ იქნება გადახვეული. დაშავებულ ადგილზე დაადეთ მიღებული მასა და შეახვიეთ. 2 საათის შემდეგ მოხსენით და ახლით შეცვალეთ.


ოსტეოქონდროზი

აიღეთ თანაბარი პროპორციებით გახეხილი კარტოფილი და თაფლი. მასა მოათავსეთ ჯერ ხელსახოცზე და შემდეგ ხერხემალზე ორი საათით. ტკივილი გაივლის.


მწერის ნაკბენის დროს

ნაკბენზე დაიდეთ კარტოფილის მოჭრილი ნაწილი.









1
994
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
994
  
2018, 27 ოქტომბერი, 10:44
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველასს გაუზიარეე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1