სამცხე ჯავახეთი "არ არის ახლა ეს ხალხი ცოცხის კი არა და, პოლის ჯოხის ღირსი?" 2018, 26 ოქტომბერი, 11:28 ![]() "15 წლის გოგო გააუპატიურეს. 22-დან 10 კლასელის მშობელი მის სკოლიდან გარიცხვას ითხოვს. დარჩენილ თორმეტთან ალბათ ვერ მოასწრეს მისვლა, თორემ იქედანაც ნახევარი მაინც მოაწერდა ხელს. როგორც გინდა იყოს, გვაქვს ფაქტი, რომ პრაქტიკულად ნახევარი, 10/22 ძალადობაში მსხვერპლს ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს. მის დასჯას ითხოვს გარიყვით, უკიდურესი შინაგანი ტანჯვით, გაცილებით უარესით და ხანგრძლივით, ვიდრე გაუპატიურების ის საშინელი წუთები იყო... დარწმუნებული ვარ, ამათგან ყველა დეკლარირებული, თავგადაკლული მორწმუნეა. აქაც - საკუთარ შვილებს ცოდვის აურისგან იცავენ. რაო, არ გჯერათ? მახსოვს, ერთი ლოგინად ჩავარდნილი უსახლკარო ქალისთვის ვეძებდით ბინას. ათიდან ცხრამ უარი გვითხრა, ცუდი აურა ექნებაო. დიახ, ზუსტად ასე: ცუდი აურაო. ძლივს მივაგენით, და მალე მოკვდა კიდეც ის უბედური. ბედნიერი, უფრო სწორედ. არ არის ახლა ეს ხალხი ცოცხის კი არა და, პოლის ჯოხის ღირსი? ხალხი, რომელიც შინაგანად მუდამ მოძალადის მხარესაა, და თავად არის პოტენციური მოძალადე. ამ ბიდლომ ვინმე ნორმალური როგორ უნდა აირჩიოს?! და ეს ბნელი ბიდლო აქ დაახლოებით 50-70 პროცენტს მაინც შეადგენს... პ.ს. ამ აურებში ილია მეორეს "აღორძინებული" ეკლესიის როლიც არ არის დასავიწყებელი, თავის ნაკურთხი ლელა კაკულიებით..."-წერს გამსახურდია. ![]() მეცხრე არხი ახალციხე -ს ინფორმაციით, დედების ნაწილს არ სურდა, რომ სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებთან ერთად ესწავლა და ამის გამო მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა მშობლების ნაწილმა შეძლო სიტუაციის განეიტრალება. განცხადებაზე ხელმომწერი მშობლები თავიანთ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება სხვა მოსწავლეთა უფლებების დარღვევა. განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10-ს აქვს მოწერილი. 70 3-ს მოსწონს
|