x
იუმორისტული სიტყვა მამაკაცზე

image#1. კაცებს ორი რამ სურთ: საფრთხე და თამაში. აი, რატომ ელტვიან ქალს, ყველაზე საშიშ გასართობს.

#2. კაცები, რომელთაც ქალის არ ესმით, ორ ჯგუფად იყოფიან: ბერბიჭები და ქმრები.

#3. ჯენლტმენი? ეს მომთმენი მგელია.

#4. ქალს ოცი წელი სჭირდება, შვილი კაცად რომ ექცეს და მხოლოდ 20 წუთი, ეს უკანასკნელი რომ გაასულელოს.

#5. კაცმა ქალი თუ ნახა მოსმენის უნარით, უკვე ნახევრად შეყვარებულია.

#6. ცივილიზებული და ველური კაცი განსხვავდება, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა საუზმე იგვიანებს.

#7. ქორწინებამდე კაცი გეფიცება, რომ შენ გამო სიცოცხლეს სასწორზე დადებს, შემდეგ კი შენთან სასაუბროდ მობილურსაც არ დებს მაგიდაზე.

#8. მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის.

#9. კაცი საბანკო ანგარიშს ჰგავს: თანხის სიმცირე = ინტერესის სიმცირე.

#10. მამაკაცი შინაური ცხოველია, თუ კარგად გამოწვრთნი, კეთილად მოგეპყრობა და დაგიცავს.

#11. ქორწინება აღებ-მიცემობას ეფუძნება, მაგრამ კაცები ამ მხრივ იჩაგრებიან.

#12. სამი სიტყვა, რომლითაც მამაკაცს საჯაროდ დაამცირებთ: ''ჩემი საფულე დამიბრუნე''.

#13. კაცი იმიტომ ოჯახდება, რომ დაიღალა.

#14. კაცი მეუღლედ მაშინ იქცევა, ცოლის უთქმელ სიტყვებს რომ გაიგებს.

#15. ძველად ამბობდნენ, უფროს კაცზე გათხოვდით, მეტად მოწიფულია. ახალი თეორიით, მამაკაცი საერთოდაც არ მწიფდება... იქორწინეთ უმცროსზე.

#16. მამაკაცი ხელსახოცივით რბილი, გამძლე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

#17. მსოფლიოში ორი იდეალური კაცი არსებობს: პირველი მოკვდა, მეორე - ჯერ არ დაბადებულა.

#18. ქმარი კარგ ღვინოს ჰგავს, წლებთან ერთად საამო ხდება.

#19. ქალს ურჩევნია, ლამაზი სულელი იყოს, ვიდრე შეუხედავი ჭკვიანი, რადგან კაცებს თვალებით უყვარდებათ.

#20. კაცი ძაღლივითაა: ბრუნდება. ქალი კი კატაა, რომ მიდის, უკან არ იხედება.

1
129
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
129
  
2018, 30 ოქტომბერი, 13:06
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაოო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1