მსოფლიო როგორ აწამებდნენ ნაცისტები ტყვე ქალებს +13 2018, 26 ოქტომბერი, 11:34 მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, რომელსაც შეეწირა მილიონობით ადამიანის სიცოცლხე, ათობით ათასის ცხოვრება და მომავალი კი უბრალოდ დამახინჯდა. მეომარი ყოველი მხარე იდენდა ათას სისასტიკეს, რომელთაც შემდეგ ომით ამართლებდა, თუმცა არცერთ ომს არ აქვს გამართლება.
განსაკუთრებით ნაცისტები გამოირჩეოდნენ ომის დროს ჩადენილი სისასტიკით, რაზეც ბევრი დოკუმენტური მასალა თუ ფილმია გადაღბული, საიდანაც ნათლად ჩანს გერმანელი ჯარისკაცების უგულო და ყველაზე გაუმართლებელი მოპყრობა ტყვეების მიმართ. ერთ-ერთი მაღალი რანგის გერმანელი ოფიცერი იხსენებს, თუ რა ბრძანებები გაიცემოდა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქალების მოსაპყრობად. ძირითადად კი ბრძანება იყო ერთ სიტყვიანი- "დახვრიტეთ"! მსხვერპლი ქალების გვამებში კი ყველაზე მეტად აღმოჩენილი იქნა "წითელი არმიელი" ქალბატონები, მედდები, სხვადასხვა სამხედრო წოდების მანდილოსნები, რომელთა სხეულებზე უსასტიკესი მეთოდით წამების კვალს ადვილად დაინახავდით. სოფელ სმაგლეევკის მცხოვრები იხსენებს: ☇ როდესაც ჩვენს სოფელს ნაცისტების ჯარისკაცები მოადგნენ, მათ ბევრი დახოცეს. მკვეთრად მახსოვს ერთ-ერთ მძიმედ დაჭრილ ქალბატონს, რომელიც ალბათ ისედაც განწირული იყო, რა სისასტიკით მოექცნენ. მათ ის გააშიშვლეს, გაათრიეს გარეთ და შემდეგ ყველას თვალწინ დახვრიტეს. თუმცა, სანამ დახვრეტდნენ, სასტიკად აწამებდნენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დასახიჩრებული და სისხლიანი სხეული. ☇ იყო ასევე სხვა შემთხვევები, ქალებს აშიშვლებდნენ და ყინვაში ტოვებდნენ, თითქოს ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ვინ რამდენხანს გაძლებდა. ☇ რასაკვირველია, ტყვეებს მუდმივად აუპატიურებდნენ. თუ გოგონა, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცების მთელი არმია ზედიზედ არაადამიანური მოპყრობით გააუპატიურებდა და ამით არ მოკვდებოდა, თავში ტყვიით კლავდნენ. ☇ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უმართლებდათ ქალებს, რომლებიც მაღალ ჩინოსნებს თავისთან სამუშაოდ (რეცხვა, სადილი, დალაგება) მიყავდათ, თუმცა ეს ქალური შრომა მათ მაინც ვერ ათავისუფლებდა გაუპატიურების ფაქტისგან. ☇ ყველაზე სასტიკი ადგილი ბანაკი №337 იყო. იქ პატიმრები საათების განმავლობაში ყინვაში ნახევრად შიშვლები მუშაობდნენ, ვინც ვერ შეასრულებდა დროულად და კარგად თავის სამუშაოს, კლავდნენ. დღეში 700 პატიმარი იღუპებოდა. ☇ ქალებისთვის შრომაზე მოთხოვნა, არაფრით განსხვავდებოდა მამაკაცებისგან. ქალებიც ისევე და უფრო მეტად შრომობდნენ ფიზიკურად, რომელთაც გენერლების და მაღალი რანგის ოფიცრების ცოლები აკონტროლებდნენ. მათ ისინი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მასიურად დასცინოდნენ. რის გამოც ბანაკი №337 -ის ზედმეტსახელი იყო "კანიბალი". ☇ გარდა არაადამინური მოპყრობისა, ბანაკებში იყო ანტისანიტარული პირობები, რაც დაჭრილი და დაუძლურებული ტყვეების სიცოცხლეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, ტყვეები არ გასცემდნენ ქვეყნის საიდუმლოს თუნდაც ამ წამებიდან თავის დაღწევის მიზნით და გმირულად იღუპებოდნენ, საბოლოოდ, სწორედ მათი თავდადება გახდა გამარჯვების მიზეზი. იხილეთ აგრეთვე: ● რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადა ● ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია ● როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელს ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნა ● მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ ● რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ? ● შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს ● ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორია 5855 10-ს მოსწონს
|