პოლონეთის ხელისუფლების გეგმები, ქვეყანაში ამერიკული დივიზია განათავსოს, რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ასეთ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ნებისმიერი სამხედრო საფრთხე გავანეიტრალოთ ნებისმიერი მიმართულებით. პოლონური მხარის ინიციატივები კონტრპროდუქტიულია და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული, “- აღნიშნა სერგეი შოიგუმ.
პოლონურმა მხარემ ვაშინგტონს საკუთარ ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო დივიზიის განთავსება ოფიციალურად შესთავაზა, რისთვისაც ვარშავა მზად არის 2 მილიარდი დოლარი გამოყოს.
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com