x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სააკაშვილის და ბიძამისის ჩანაწერი, სადაც ივანიშვილის მკვლელობაზე საუბრობენ
image


უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.

"ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას" - ამბობს ჩანაწერში თემურ ალასანია.

.

მიხეილ სააკაშვილი: გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?

თემურ ალასანია: ძაან სწორ აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთადერთი ნიშა ჩვენი არიო რადიკალიზაცია საზოგადოების.

მიხეილ სააკაშვილი: მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა.

თემურ ალასანია: აი როგორი იცი? ნამდვილად იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი ნახავ თუ არა.

მიხეილ სააკაშვილი: კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა, ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის, თბილისის “Middle-class”-ისთვის და უნდა ვისწავლოთ ასევე ინტერნეტ-სეგმენტის გამოყენება.

თემურ ალასანია: ზუსტად ეგრეა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის “middle class“-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში.

თემურ ალასანია: ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.

მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.

თემურ ალასანია: არა. ეს არის ავანდმყოფი ერია რა. ეს არის... ამათ სანამ არ დააჯ...ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა

მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება...

თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ...ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება...

მიხეილ სააკაშვილი: ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. არიან რაღაცა... ეს არჩევნები კიდე უფრო დააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ. ისა რა ქვია...

თემურ ალასანია: დავიღალე. იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე? არა! „პროსტა“ აი ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. „პროსტა“, “Simple as that”. “Simple as that”.

მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერები ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარია ასახული.

.

* * *

"ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს..მართლა გონია, რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება", - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

.

აქვე, მას გაზიარებული აქვს ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით თემურ ალასანიას კომენტარიც.


.

"ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახი ს წევრებზე ქმნიან კომპრომატს", - აცხადებს თემურ ალასანია.

image







0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0