პარამეცნიერებები რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს ნოემბერში - ტაროს კარტების პროგნოზი ასტროლოგისგან 2018, 25 ოქტომბერი, 16:49 შემოდგომის ბოლო თვე, ნოემბერი, უკვე კარსაა მომდგარი. როგორი იქნება ეს თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა სიტუაციაში როგორ მოქცევა გვმართებს, ამის შესახებ ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი თავის ტარო პროგნოზში გვამცნობს. 1. ვერძი 7 ნოემბრის ახალი მთვარე ძლიერ გავლენას იქონიებს სუპერაქტიურ ვერძებზე. თვის ძირითადი თემა ფინანსები იქნება. ნოემბერში კრედიტის აღება არ ღირს, რადგან შემდეგ მათი დაფარვა გაგიჭირდებათ. თავისუფლების პლანეტა ურანი თავის კორექტივებს შეიტანს ვერძების ცხოვრებაში. შესაძლოა, პერიოდულად განმეორდეს გადაუჭრელი სიტუაციები, თუმცა 2019 წლის მარტიდან ყველაფერი დასრულდება და წავა, რაც წასასვლელია. ნოემბრის შუა რიცხვებიდან პირად ცხოვრებაში ბედნიერი და ჰარმონიული ატმოსფერო დაისადგურებს. 2.კურო კუროებისთვის ნოემბერი “ათასი მოვლენის" თვე იქნება. მთელი თვის განმავლობაში არ მოიწყენთ. ზოგიერთი სიტუაცია შესაძლოა ალოგიკური და ქაოტურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ მოგვარდება. 14-დან 20 ნოემბრამდე შესაძლოა მეგობრებმა შეცდომაში შეგიყვანონ ან მოგატყუონ, რამაც შესაძლოა თქვენი გეგმები აურიოს და თქვენს მეგობრობასაც წერტილი დაუსვას. შესაძლოა იურიდიული დახმარებაც დაგჭირდეთ. არაა გამორიცხული დავა მეუღლესთან ან ნათესავებთან უძრავი ქონების ან მემკვიდრეობის თაობაზე. 3.ტყუპები ნოემბერში ტყუპებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენონ, ტყუპებმა ბეჯითად უნდა იშრომონ. ამ თვეში ტყუპების საფიქრალი ჯანმრთელობა და სამსახურებრივი პრობლემები იქნება. მოერიდეთ მოგზაურობას. შეეცადეთ ფინანსები ძალიან არ ხარჯოთ. თვის მეორე ნახევარში თავი აარიდეთ ურთიერთობების გარკვევასა და ექსტრიმს. 4.კიბო შემოდგომის ბოლო თვე მეოჯახე კიბოებს ფინანსურ პრობლემებს უქადის. თქვენი ცდა, აკონტროლოთ ხარჯები, უშედეგო აღმოჩნდება. ამ თვეში კიბოები ვერ შეძლებენ თავი შეიკავონ მსხვილი შენაძენისგან, შესაბამისად, მათი განწყობაც ცვალებადი იქნება, ეიფორიიდან - მრისხანებამდე. ამ თვეში კიბოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კუჭს, ნაწლავებს და გულს. თუ არ ინერვიულებთ და სწორად კვებას დაიწყებთ, ექიმთან მიმართვა აღარ დაგჭირდებათ. თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა. 5. ლომი ამ თვეში ლომები ყველაზე ბედნიერები იქნებიან. უამრავი სასიხარულო მოვლენა და სასიამოვნო მომენტი გელით, ამიტომ საშემოდგომო დეპრესია ნამდვილად არ გემუქრებათ. მშვენიერი დროა ახალი რომანებისთვის, არც ჯანმრთელობა შეგაწუხებთ, აი, ხარჯებს კი უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რომ ხელფასამდე დღეები არ ითვალოთ. 6.ქალწული ამ თევში ქალწული შესაძლოა ისეთ ადამიანს შეხვდეს, რომელსაც თავის იდეალად ჩათვლის. თვის შუა რიცხვებში სასიამოვნო შეგრძნებები და ჰარმონიის გრძნობა იჩენს თავს. განსაკუთრებით კარგი პერიოდია შემოქმედებისა და სიყვარულისთვის, ახალი აღმოჩენებისა და ახალი წამოწყებებისთვის. ნოემბერი კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ბიუჯეტს გადახედოთ და გასავალი შემოსავალს დაამთხვიოთ. გარდა ამისა, თვის ბოლო ქალწულებს შეუძლიათ ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების დასაწყისად გამოიყენონ. 7.სასწორი 7 ნოემბრის ახალმთვარეობა სასწორების ცხოვრებაში სიახლის შემომტანი იქნება. შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება და ფინანსური მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ. ფინანსური თავისუფლების, დამოუკიდებლობის და დაცულობის შეგრძნება გაგიჩნდებათ. თუმცა, არ ღირს ძალიან გადატვირთვა, რადგან ნოემბერში ნერვული გამოფიტვის რისკი არსებობს. 8.მორიელი მოემზადეთ სიურპრიზებისა და კარდინალური ცვლილებებისთვის, რომლებიც ამ თვეში მრავლად გელით. 7 ნოემბრის ახალმთვარეობა მორიელებისთვის რაღაც ახლის დასაწყისად იქცევა. მოსალოდნელია ცხოვრების სტილის და იმიჯის შეცვლა. გირჩევთ, დრო გამონახოთ და მომავალი დაგეგმოთ. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და გეგმები 2019 წლის ნოემბრამდე. ეს მათ განხორციელებას ხელს შეუწყობს. 9.მშვილდოსანი ამ თვეში მშვილდოსნებს შეუძლიათ ფინანსებზე არ იდარდონ. განსაკუთრებით კარგშემოსავლიანი იქნება თვის ბოლო დეკადა. თვის დასაწყისი კი სამსახურში დაწინაურებით ან ხელფასის მომატებით იქნება გამორჩეული. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტექნიკის შეძენისას. 17 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კონცენტრირება გმართებთ შინაგან მდგომარეობაზე. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ადრე დაწექით, რომ ორგანიზმმა დაისვენოს. თუ ამ მარტივ რჩევებს შეასრულებთ, ნოემბერში თქვენი ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. 10.თხის რქა ეს თვე ჯიუტი თხის რქებისთვის საბედისწეროა. ყურადღება გმართებთ, რომ ერთფეროვანი ყოფა-ცხოვრების მიღმა თქვენი შანსი არ გამოგრჩეთ. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ახალი ნაცნობებისა და შეთავაზებების მიმართ. ნოემბერში მოსალოდნელია ერთი ნახვით შეყვარება. თუ უკვე დიდი ხანია მარტოხელა ხართ, ნანატრი შეხვედრა გელით. ეს გრძნობა ისეთი ძლიერი იქნება, რომ სამსახურს და ფინანსებსაც კი დაგავიწყებთ. თუმცა, ნუ იქნებით მეტისმეტად მიმნდობი და ცეცხლოვანი, რომ სიყვარულმა არ “დაგწვათ". 11.მერწყული ჰოროსკპი კომუნიკაბელურ მერწყულებს ურჩევს, უფრო გააქტიურდნენ სამსახურში, რაც უფროსისა და კოლეგების პატივისცემას მოგიტანთ. ამ თვეში მოსალოდნელია ახალი პროექტები, პრემიები და დაწინაურება. მთავარია, სხვების ზურგს უკან არ დაიმალოთ და ჯანსაღ კრიტიკაზე არ განაწყენდეთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ, მაგრამ ტკბილეულს მოერიდეთ, რომ შემდეგ დიეტა არ დაგჭირდეთ. 12.თევზები ამ თვეში თევზები თავის მოფიქრებულ და ფანტაზიებით სავსე სამყაროში იცხოვრებენ, თუმცა ეს მათ ხელს არ შეუშლის სხვა დამიანების მდგომარეობა და განწყობა იგრძნონ. 14-20 ნოემბერს გაფრთხილდით, რომ ძალიან მოშვებულებმა, საქმეები თვითდინებაზე არ მიუშვათ. შემოდგომის ბოლო დღეები თქვენთვის სასიამოვნო საქმეებს მიუძღვენით. მოინახულეთ მეგობრები, იმოგზაურეთ, შეზღუდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტი. შეეცადეთ გამონახოთ რამდენიმე დღე მხოლოდ თქვენი თავისთვის, მაგრამ არ დაამთხვიოთ ეს დღეები სავსემთვარეობას. 867 შეფასება არ არის
|