საქართველო ბიძინა ივანიშვილი პარასკევს დანარჩენი ტელევიზიების ჟურნალისტებსაც შეხვდება 2018, 24 ოქტომბერი, 20:43 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, ივანიშვილი იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”. "ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა. სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. შეხვედრა გაიმართება ტექნო პარკში. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს", -ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში. 31 შეფასება არ არის
|