x
დაიწყება თუ არა ახალი ცივი ომი? - პასუხი მაინც ტრამპს მოეკითხება

image

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მოხდება. მით უმეტეს, ეს არ იქნება პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის შეთანხმება, რომლის დატოვებაც ტრამპმა მოისურვა. ამ შეთანხმებების რიცხვში შედის ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმება (TPP), ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმება (TTIP), ირანის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ (Paris Agreement).


ამ და სხვა საკითხების შესათანხმებლად რუსეთში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ჩავიდა.

სხვათა შორის, 1987 წლის შეთანხმების გაუქმების ინიციატორად ჯონ ბოლტონს მოიაზრებენ.
პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მეორე შეხვედრა 11 ნოემბერს, პარიზში უნდა
შედგეს და ამაზე ორივე მხარემ უკვე დაიწყო მუშაობა. ამ შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით დაელოდება და დიდი ყურადღებითაც გაანალიზდება, მით უმეტეს, ყველას აინტერესებს, როგორ დაიჭერს ამერიკის პრეზიდენტი თავს ჰელსინკიში შემდგარი შეხვედრის შემდეგ...

ეს ალბათ ყველაზე მარტივად შესათანხმებელი საკითხი იყო ბოლტონის დღის წესრიგში. შემდეგი საკითხი კი 1987 წლის ხელშეკრულების დატოვებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისთვის, პირიქით, დოკუმენტი დაძველდა, რუსეთი არღვევს შეთანხმების პირობებს და რუსეთთან ერთად ჩინეთიც იმავეს აკეთებს.

რა შუაშია ჩინეთი? მით უმეტეს, ჩინეთი არ შედის 1987 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მაინც რატომ ჩინეთი? განაგრძეთ კითხვა
0
62
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0