შოუბიზნესი დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი ერთად არიან? 2018, 24 ოქტომბერი, 15:02 მოგეხსენებათ, დემეთი და ჯანი სერიალ ''ნაადრევ ფრინველში'' თამაშობენ შეყვარებულ წყვილს. სანემი მეოცნებე, ჭკვიანი და ცოტა გადარეული გოგონაა. ნატრობს, ცნობილი მწერალი გახდეს და გალაპაგოსის კუნძულზე დასახლდეს. დაუფიქრებელი საქციელით პრობლემებში ხშირად ეხვევა... დედა იმითაც მადლიერია, დილის 5-ზე რომ იღვიძებს და მამას მაღაზიას ხსნის. შემდეგ დასთან ერ დემეთს ურთიერთობა 11 წლით უფროს მამაკაცთან ჰქონდა. საუბარია წარმატებულ თურქ მსახიობზე, სეჩქინ ოზდემირზე. წყვილი ქორწილისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაშორდნენ. სეჩქინის თქმით, გოგონა დროს ვეღარ უთმობდა. ინსტაგრამიდან დემეთის ყველა ფოტო წაშალა. მანამ, ''ნაადრევი ფრინველის'' გადაღებებზე დემეთს 300 წითელი ვარდი გაუგზავნა. კითხვაზე, ხვდება თუ არა ჯან იამანს, გოგონამ თქვა:''არა, მხოლოდ ვმეგობრობთ''. თავად ჯანს, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მის გვერდით ბოლოს (2017 წელს) ბესთემსუ ოზდემირი შენიშნეს.''ცოტა ჯიუტი და მტკიცე პიროვნება ვარ. ალბანური ფესვები მაქვს. მიზანი თუ დავისახე, ბოლომდე ვიხარჯები. არ იცით, რა რთულია 17 საათი გადაღებები და 3 საათით ძილი. შიმშილს და სიცხეს ვერ ვიტან.. ისეთი გონიერი ქალი, როგორიც დემეთია, ჯერ არ მინახავს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა, არასდროს იღლება. როგორი ვარ სიყვარულში? რთული. არ გეტყვი, რომ მიყვარხარ, ჯერ გულში მეყოლები. ადრე ვამბობდი, ცხოვრებაში ერთხელ გვიყვარდება-თქო. კარგი შესახედაობის ქალი თავისთავად, მომწონს. პირველ რიგში, აურას აღვნიშნავ, შემდეგ - ხელებს, მზერას, თმასა და სურნელს. საკუთარ თავში ღიმილი, ლოყაზე ნაჩვრეტი (ამის გამო მეუბნებიან, წვერი შევითხელო), თმა და ცხვირი მომწონს. ქორწინებაზე და შვილზე მიფიქრია. ესეც მოხდება, სპონტანურად..'' - ამბობს ჯანი. ფაქტია, ის და დემეთი ერთად კარგ დროს ატარებენ. 942 შეფასება არ არის
|