x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134295
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
თქვენ ვის დაუთმობდით ადგილს? თქვენი პასუხი ბევრ რამეზე მეტყველებს
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს - ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომლებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.


დააკვირდით ფოტოს, თქვენ რომელ მათგანს დაუთმობდით ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში? (შედეგად, შესაბამისი პასუხის თანმხლები დახასიათება წაიკითხეთ)


image




თუ თქვენ ადგილს უთმობთ ბავშვს - ეს არჩევანი ამბობს, რომ თქვენ ხართ კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი. მარტივად შეგიძლიათ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა და გახდეთ მათი კარგი და სამაგალითო მეგობარი.




თუ თქვენ ადგილს უთმობთ მოხუცს - ეს არჩევანი ამბობს, რომ თქვენ ღრმად დარწმუნებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებებში და იცით რა არის და როგორი მნიშვნელოვანია პატივისცემა. არ გიჭირთ ზრდასრულ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და მიუხედავად საწინააღმდეგო აზრისა, მათ მიმართ მოთმინების და პატივისცემის გამოხატვა. ამის გამო, თქვენ გარშემო ყველას უყვარხართ და პატივს გცემენ.




თუ თქვენ ადგილს უთმობთ ორსულ ქალს - ეს არჩევანი ამბობს, თუ როგორ ღრმად აღიქვამთ და ობიექტურად აფასებთ რეალობას. ყურადღებას აპყრობთ ყველა საჭირო ასპექტს, როგორც ძალიან პასუხისმგებლიანი პირი. გადაწყვეტილებებზე სწორად რეაგირების იშვიათი უნარი გაქვთ, რაც გამოგარჩევთ გუნდში და საზოგადოებაში.





იხილეთ აგრეთვე:



image

0
297
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0