საქართველო პატარკაციშვილების ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა 2018, 23 ოქტომბერი, 15:44 სალომე ზურაბიშვილს საარჩევნოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დასაშვები თანხის მაქსიმუმი, 180 000 ლარი შესწირა. . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილის სასარგებლოდ შემოწირულება ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა განახორციელეს. . საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ როგორც ნათელა პატარკაციშვილს, ისე მზია თოთლაძესა და ნანა პატარკაციშვილს ზურაბიშვილისთვის ცალ-ცალკე, 60-60 ათასი ლარი აქვთ შეწირული. შეგახსენებთ, 60 ათასი ლარი მაქსიმალური თანხაა, რომლის შეწირვა კანდიდატისთვის ფიზიკურ პირს შეუძლია. . თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სალომე ზურაბიშვილს "ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელმა პირებმა 105 ათასი ლარი შესწირეს. აქედან ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნატო, ხაინდრავამ ზურაბიშვილს 30 000 ლარი გადაურიცხა. გოჩა ჩიკვილაძემ "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა - 25 000 ლარი, დავით გალუაშვილმა, "ქართუ ბანკის" ოპერაციების დირექტორმა - 25 000 ლარი, ზურაბ გოგუამ, ბანკის რისკების დირექტორმაც - ასევე 25 000 ლარი. . გარდა ამისა, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულება კიდევ ათეულობით ფიზიკური პირისგან მიიღო, მათი უმეტესობა მსხვილი შემოწირულობაა – 10 ათასიდან – 60 ათას ლარამდე. . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი შესწირა და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი 45 000 ლარის ოდენობის შეწირულობით. ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არის რეჟისორი გოგა ხაინდარავაც 15 000 ლარით. 64 შეფასება არ არის
|