x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ქეით მიდლტონი დაამახინჯეს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა პრიალა ყდიანმა ჟურნალმა,
თავის ყდაზე გამოაქვეყნა გერცოგინია ქეით მიდლტონი „დამპალი“ კბილებით.


ქეით მიდლტონის ღიმილი ბრიტანელებისათვის არა მხოლოდ
საამაყოა, არამედ მისაბაძი მაგალითიც გახდა. მისი დამსახურებით ბრიტანელი ქალბატონების
დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა მიეხედა საკუთარი „სამეტყველო აპარატებისათვის“. ბრიტანელები არც თუ კარგი კბილებით გამოირჩეოდნენ,
მაგრამ ქალბატონმა ქეითმა ჩამოაყალიბა ახალი მოდა: „კბილების გათეთრება“, რომელმაც
უკვე ზალიან დიდმა ნაწილმა მიმართა ინგლისში.


ჟურნალმა „The New Republic“
გადაწყვიტა გამოეყენებინა ქეით მიდლტონის პოპულარობა და იგი განათავსა ერთ-ერთი ნომრის
ყდაზე, გაფუჭებული კბილებით.
ასეთი მარკეტინგული სვლა, მართლაც რომ შექებას იმსახურებს,
იმიტომ რომ ქეითის სურათით დამშვენებული ნომერი, მითუმეტეს რომ „შელამაზებული“, ისე
„დაიტაცა“ ხალხმა, როგორც ცხელ-ცხელი ფუნთუშები.
გამომცემლობის დიზაინერმა, მართლაც რომ ყველა თავისი
უნარ-ჩვევა და ფოტოშოპის ცოდნა გამოიყენა, რადგან ქეითის „შელამაზებული“ კბილები ნამდვილს
გავდა.

აღსანიშნავია, რომ გასაკვირი არ იყო ქალბატონი მიდლტონის
სურათის ყდაზე მოხვედრა, რადგან ჟურნალის ამ ნომრის მთავარი თემა იყო ბრიტანეთის მმართველობის
„ლპობა“.

შეგახსენებთ რომ ქეით მიდლტონი არასდროს პოზიორობს ჟურნალებისათვის.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ „Vanity Fair“. ქეითს ჰქონდა
შემოთავაზება ჟურნალ „Vogue“-დან, მაგრამ დედოფალმა ელიზაბეტ II-მ სასტიკად აუკრძალა.



imageimage

1
1074
2-ს მოსწონს
ავტორი:sunshine
sunshine
1074
  
0 1 1